ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა


სასწავლო კურსის სახელწოდება

ფინანსური აღრიცხვა

სასწავლო კურსის მოცულობა

კრედიტების რაოდენობა- 8 (1 კრედიტი=25 საათი).

სრული კურსი მოიცავს 216აკადემიურ საათს. მათორისლექცია/პრაქტიკული 60საათი;   სასწავლო პრაქტიკა 50 საათი; საწარმოო პრაქტიკა 60 საათი; დამოუკიდებელი მუშაობა 40 საათი; შუალედური და დასკვნითი შეფასება 6საათი.

სასწავლო კურსის გავლის წინაპირობა

ფინანსური კურსის ათვისების აუცილებელი წინაპირობაა ეკონომიკის საფუძვლების, ბიზნესის სამართალისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა

სასწავლო კურსის მიზანი

შეასწავლოს სტუდენტებს ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და დაშვებები ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების შესაბამისად

მისაღწევი შედეგი

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება:

·       ძირითადი საშუალებების იდენტიფიცირება, შეფასება, ცვეთის დარიცხვა, შეძენისა და გასვლის აღრიცხვა

·       იჯარის კლასიფიცირება და აღრიცხვა მოიჯარესა და მეიჯარესთან

·       არამატერიალური აქტივების იდენტიფიცირება, შეფასება, აღრიცხვა

·       სასაქონლო-მატერიალური მარაგების თვითღირებულების შეფასება და პირველადი დოკუმენტების წარმოება, ინდივიდუალური და საკონტროლო ანგარიშების წარმოება და მათი შეჯერება, ნაშთად დარჩენილი მარაგების შეფასება, ინვენტარიზაციის ჩატარება და შედეგების ასახვა

·       მოთხოვნების წარმოქმნის მიზეზები, კლასიფიკაცია, ასახვა ინდივიდუალურ და საკონტროლო ანგარიშებზე და მათი შეჯერება, საეჭვო ვალების ანარიცხების აღრიცხვა

·       სალაროს და საბანკო ოპერაციების პირველადი დოკუმენტების წარმოება, მათი ასახვა ანგარიშებზე ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებით წარმოქმნილი ფინანსური შედეგების ასახვა, ანგარიშსწორება ანგარიშვალდებულ პირებთან

·       ვალდებულებების წარმოქმნა, კლასიფიკაცია, ასახვა იდივიდუალურ და საკონტროლო ანგარიშებზე

·       შემოსავლებისა და ხარჯების აღიარების კონცეფცია, შემოსავლების აღიარების დრო, ხარჯების კლასიფიკაცია, მოგებისა და ზარალის ანგარიშგება.



სასწავლო კურსის შინაარსი

1. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (10სთ)

2.    იჯარის აღრიცხვა (6 სთ)

3.    არამატერიალური აქტივების აღრიცხვა (4სთ)       3

4.    სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების

       აღრიცხვა (8სთ)

5.    მოთხოვნების აღრიცხვა (6სთ)

6.    ფულადი სახსრების აღრიცხვა (8სთ)

7.    საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა (4სთ)

8.    ვალდებულებების აღრიცხვა (6სთ)

9.    შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა (8სთ)

სწავლების ფორმა

ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, საწარმოო პრაქტიკა, დამოუკიდებელი მუშაობა, შუალ. და დასკვნითი შეფასება

სასწავლო კურსის შეფასება





სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება შუალედური და დასკვნითი შეფასების გზით. შუალედური შეფასება ხდება სტუდენტის აქტივობისა და დაკვირვების, ტესტირებისა და კოლოქვიუმების შედეგების გათვალისწინებით. დასკვნითი შეფასება ხდება სასწავლო კურსისა და მასთან დაკავშირებული სასწავლო პრაქტიკის დამთავრებიდან 5-10 დღის ვადაში (საწარმოო პრაქტიკის დაწყებამდე პერიოდში), ტესტირების გზით.



მაქსიმალურიშეფასებასაგნების მიხედვით 100 ქულაა, რომელიც შედგება:მეცადინეობაზე დასწრება 10 ქულა;სწავლის პერიოდში აქტიურობა (დაკვირვება და დემონსტრირება) 10 ქულა;

შუალედური ტესტირება ან კოლოქვიუმები (2–ჯერ) 40 ქულა;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 40 ქულა



ლიტერატურა

ლიტერატურა



ა) ძირითადი

  1. ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება მცირე და საშუალო საწარმოებში, შპს ბუღალტერთა მომზადების ცენტრი, თბილისი 2010 წელი;
  2. ფინანსური ანგარიშგების საერაშორისო სტანდარტების გამოყენება, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია, თბილისი 2008 წელი;
ბ) დამხმარე

  1. რ. ძაძამია - ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება. თბ., 2002.
  2. ACCA _ ფინანსური ანგარიშგების მომზადება (ოფიციალური სახელმძღვანელო პროფესიული სერტიფიცირებისათვის). თბ., ბაფ, წიგნი 1.1. , 2003.
  3. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (ბასს) და ინტერპრეტეციების ჩათვლით 2007 წლია 1 იანვრის მდგომარეობით - ბაფ. 2007.


    

თემა 1. ძირითადი საშუალებების აღრიცხვა

ძირითადი საშუალებების ცნება, აღიარება, კლასიფიკაცია და Aშეფასება. ძირითადი საშუალებების მიღების აღრიცხვა: ფულადი საშუალებების გადახდით; წარმოებული საკუთარი ძალებით; სხვა აქტივებზე გაცვლით; შეძენა განვადებით; მიღება უსასყიდლოდ (გრანტით); აქტივების ექსპლუატაციასთან (რემონტთან) დაკავშირებული დანახარჯების აღრიცხვა. ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვის მეთოდები (შემცირებადი ნაშთის მეთოდი, წრფივი, წლების ერთეულთა ჯამის, წარმადობის პროპორციული); ცვეთის ბუღალტრული აღრიცხვა. ძირითადი საშუალებების გასვლისა და გადაფასების აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.



თემა 2. იჯარის აღრიცხვა(თეორიული კურსი) 4საათი

ფულის დროითი ღირებულება - მომავალი და დისკონტირებული ღირებულება. იჯარის ცნება და კლასიფიკაცია. ცნება მიმდინარე საიჯარო გადასახდელებზე და მისი შემადგენლობა. საფინანსო ხარჯების განაწილების მეთოდები. ფინანსური იჯარის აღრიცხვა მეიჯარესთან და მოიჯარესთან. ოპერაციული (ჩვეულებრივი) იჯარის აღრიცხვა მეიჯარესთან და მოიჯარესთან.



თემა 3. არამატერიალური აქტივების აღრიცხვა

არამატერიალური აქტივების ცნება, აღიარება, კლასიფიკაცია, სახეები და შეფასება. არამატერიალური აქტივების მოძრაობის აღრიცხვა, არამატერიალური აქტივების ამორტიზაცია და მისი აღრიცხვა. არამატერიალური აქტივების გადაფასების აღრიცხვა. გუდვილის აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

    
თემა 4. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის არსი და კლასიფიკაცია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეფასების მეთოდები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღების აღრიცხვა - დოკუმენტაცია, თვითღირებულების გაანგარიშება და ასახვა ბუღალტრულ ანგარიშებზე. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გასვლის აღრიცხვა - დოკუმენტაცია, დახარჯული (გაყიდული) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის თვითღირებულების გაანგარიშების მეთოდები: იდენტიფიცირებადი ფასები, საშუალო შეწონილი ფასები, ფიფო, საცალო ფასების მეთოდი. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვის მუდმივი და პერიოდული მეთოდები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ანალიზური აღრიცხვა ინდივიდუალურ ანგარიშებზე. სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და გადაფასება. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

თემა 5. მოთხოვნების აღრიცხვა

მოთხოვნების წარმოქმნის სამართლებრივი საფუძვლები. მოთხოვნების კლასიფიკაცია. მიწოდებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების აღრიცხვა. ამოუღებადი და საეჭვო მოთხოვნების აღრიცხვა, სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.



თემა 6. ფულადი საშუალებების აღრიცხვა

ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები, შეფასება და აღიარება. სალაროს ოპერაციების აღრიცხვა. საქვეანგარიშო თანხების აღრიცხვა, "მცირე სალაროს" ფონდი. უნაღდო ანგარიშსწორების ფორმები და მათი რეგულირება. ოპერაციების აღრიცხვა საბანკო ანგარიშზე ეროვნული ვალუტით. სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.



თემა 7. საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა

საკუთარი კაპიტალის არსი და მისი შემადგენლობა. საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა სააქციო საზოგადოებაში; აქციების სახეები; აქციების შეფასება; აქციების გაყიდვა ფულზე, არაფულად აქტივებზე, ხელმოწერით, უფასოდ, ოფციონით; აქციების გამოშვების აღრიცხვა. რეზერვებისა და გაუნაწილებელი მოგების აღრიცხვა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.

თემა 8. ვალდებულებების აღრიცხვა

ვალდებულების წარმოქმნის საფუძვლები და კლასიფიკაცია. მიმდინარე ვალდებულებების აღრიცხვა: მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი ვალდებულებების აღრიცხვა; დარიცხული ვალდებულებების აღრიცხვა; მიღებული ავანსების აღრიცხვა; საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა; სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.



თემა 9. შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვა

შემოსავლების და ხარჯების ცნება, კლასიფიკაცია. შემოსავლების აღიარების მეთოდები და პრინციპები: შემოსავლების აღიარება საქონლის მიწოდებისას; შემოსავლების აღიარება საქონლის მიწოდების შემდეგ; შემოსავლების აღიარება მიწოდებამდე. სამშენებლო კონტრაქტებთან დაკავშირებული შემოსავლების აღიარება. შემოსავლები მომსახურების გაწევიდან, პროცენტებიდან და დივიდენდებიდან. სახელმწიფო გრანტის და დახმარების აღრიცხვა. ხარჯების აღიარება და შეფასება. პროდუქციის თვითღირებულების (დანახარჯების) ფორმირების აღრიცხვა. პერიოდის ხარჯების აღრიცხვა. ფინანსური შედეგის განსაზღვრა და მისი აღრიცხვა. ახსნა-განმარტებითი შენიშვნები.



შუალედური და დასკვნითი შეფასება6 საათი, მ.შ:

შუალედური შეფასება (ტესტირება) 1 საათი;

შუალედური შეფასება (კოლოქვიუმი) 1საათი;

შუალედური შეფასება (ტესტირება) 1 საათი;

შუალედური შეფასება (კოლოქვიუმი) 1საათი;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 2საათი  







შემდგენელი: ც. მელიქიძე