ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა

სასწავლო კურსის სახელწოდება

ფინანსური ანგარიშგების შედგენის პრინციპები

სასწავლო კურსის მოცულობა

კრედიტების რაოდენობა- 3 (1 კრედიტი=25 საათი).

სრული კურსი მოიცავს 76აკადემიურ საათს. მათორისლექცია/პრაქტიკული 22საათი;   სასწავლო პრაქტიკა 20 საათი; საწარმოო პრაქტიკა 20 საათი; დამოუკიდებელი მუშაობა 20საათი; შუალედური და დასკვნითი შეფასება 4 საათი.

სასწავლო კურსის გავლის წინაპირობა

სასწავლო კურსის ათვისებისათვის სტუდენტი უნდა ფლობდეს ეკონომიკის თეორიულ საფუძვლებს, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებს, ფინანსური აღრიცხვის     ძირითად პრინციპებსა და     ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ძირითად დებულებებს     ფინანსურ ანგარიშგებასთან მიმართებაში.

სასწავლო კურსის მიზანი

შეასწავლოს სტუდენტებს ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების - ბალანსის, მოგება-ზარალის ანგარიშგების, ფულადი ნაკადების ანგარიშგების, საკუთარი კაპიტალის ცვლილებების ანგარიშგების, სააღრიცხვო პოლიტიკისა და განმარტებითი შენიშვნების მომზადებისა და შედგენის ძირითადი პრინციპები, პრაქტიკული მონაცემების გამოყენებით

მისაღწევი შედეგი

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ:



·       ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების წარსადგენად მომზადებისათვის საჭირო პროცედურები;

·       ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინება;

·       ბალანსის შედგენის   ტექნიკა.

·       მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშგების შედგენა;

·       ფულადი ნაკადები   ანგარიშგების მომზადება;

·       საკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგების შედგენა;

·       ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების მომზადება.



სალექციო კურსის შინაარსი



თემები                                                                                         

1.   ინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ზოგადი

საფუძვლები (4საათი ლექცია, 2 საათი პრაქტიკული მეცადინეობა)

2.     ბალანსი, მისი შედგენის ტექნიკა და წარდგენის წესი                 

(2საათი ლექცია, 2საათი პრაქტიკული მეცადინეობა)



3.   ანგარიშგება მოგება-ზარალის შესახებ, მისი შედგენისა და  

    წარდგენის   წესი (4 საათი ლექცია, 4საათი პრაქტიკული მეცადინეობა)

4.        ფულადი ნაკადების ანგარიშგება, მისი შედგენის მეთოდები.        (4 საათი ლექცია, 2საათი პრაქტიკული მეცადინეობა)



5.        ანგარიშგებასაკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ, მისი   შედგენის წესი (4 საათი ლექცია, 6 საათი პრაქტიკული მეცადინეობა)

6.        ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

(4 საათი ლექცია, 6 საათი პრაქტიკული მეცადინეობა)

                                  

სწავლების ფორმა

ლექცია, სასწავლო პრქტიკა, დამოუკიდებელი მუშაობა, საწარმოო პრაქტიკა, შეფასება.

სასწავლო კურსის შეფასება





სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება შუალედური და დასკვნითი შეფასების გზით. შუალედური შეფასება ხდება სტუდენტის აქტივობისა და დაკვირვების, ტესტირებისა და კოლოქვიუმების შედეგების გათვალისწინებით. დასკვნითი შეფასება ხდება სასწავლო კურსისა და მასთან დაკავშირებული სასწავლო პრაქტიკის დამთავრებიდან 5-10 დღის ვადაში (საწარმოო პრაქტიკის დაწყებამდე პერიოდში), ტესტირების გზით.

მაქსიმალურიშეფასებასაგნების მიხედვით 100 ქულაა, რომელიც შედგება:

მეცადინეობაზე დასწრება 10 ქულა;

სწავლის პერიოდში აქტიურობა (დაკვირვება და დემონსტრირება) 10 ქულა;

შუალედური ტესტირება ან კოლოქვიუმები (2–ჯერ) 40 ქულა;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 40 ქულა



ლიტერატურა

ლიტერატურა:



ა) ძირითადი

  1. ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება მცირე და საშუალო საწარმოებში, შპს ბუღალტერთა მომზადების ცენტრი, თბილისი 2010 წელი;
  2. ფინანსური ანგარიშგების საერაშორისო სტანდარტების გამოყენება, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია, თბილისი 2008 წელი;
  3. რევაზ ძაძამია - ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, თბ. 2002.
  4. ა. ხორავა, ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი - ბუღალტრული აღრიცხვა (თეორია, ფინანსური აღრიცხვა), თბ., 2006.
ბ) დამხმარე  

5.     ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლები. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (ბასს) და ინტერპრეტაციების ჩათვლით 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ბაფ., 2011.







თემა 1. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ზოგადი საფუძვლები

(4საათი ლექცია, 2 საათი პრაქტიკული მეცადინეობა)



ფინანსური ანგარიშგების მიზანი და ძირითადი დაშვებები. ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები. ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტი.

ფინანსური ანგარიშგების ელემენტები - აქტივები, საკუთარი   კაპიტალი, ვალდებულებები, შემოსავლები და ხარჯები, მათი აღიარება და შეფასება.

მიმდინარე აღრიცხვის მონაცემთა გაზოგადოების, სააღრიცხვო რეგისტრების და საცდელი ბალანსის საფუძველზე მონაცემთა გამიჯვნა ფინანსური ანგარიშგების ცალკეული კომპონენტების მოსამზადებლად.      

ფინანსური ინფორმაციის მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინება ფინანსური ანგარიშგებისმომზადებისას.

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.



თემა 2. ბალანსი, მისიშედგენის ტექნიკა და წარდგენის წესი

(2საათი ლექცია, 2საათი პრაქტიკული მეცადინეობა)



ბუღალტრული აღრიცხვის ფუძემდებლური პრინციპების: ორმხრივობის, ფულადი შეფასების, ავტონომიურობის, თვითღირებულების პრინციპების გათვალისწინება ბალანსის შედგენისას.

ლიკვიდურობის პრინციპის გათვალისწინება ბალანსში მუხლების განთავსებისას.

ბალანსის ელემენტების - აქტივების, საკუთარი კაპიტალისა და ვალდებულებების შეფასება.

გრძელვადიანი აქტივების წარდგენა ბალანსში.

მიმდინარე აქტივების წარდგენა ბალანსში.

ბალანსის საკუთარი კაპიტალის შემადგენლობაში საწესდებო კაპიტალისა და გაუნაწილებელი მოგების ასახვა, გრძელვადიანი ვალდებულებების ასახვა.

მიმდინარე ვალდებულებების ასახვა ბალანსში.

ბალანსის წარსადგენად მომზადებისათვის აუცილებელი პროცედურები.

  

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.



თემა 3. ანგარიშგებამოგება-ზარალის შესახებ, მისი შედგენისა და წარდგენის წესი

(4 საათი ლექცია, 4საათი პრაქტიკული მეცადინეობა)



მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშგების ელემენტები - შემოსავლები და ხარჯები, ფინანსური შედეგების გაანგარიშების საშუალება.

რელიზაციისა და შესაბამისობის პრინციპები.

მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშგების ფორმატები.

შემოსავლების სახეები: ამონაგები და შემოსულობა. შემოსავლების აღიარების მომენტები.

ხარჯების კლასიფიკაცია. ხარჯების აღიარება და შეფასება.

საერთო მოგება, მოგება საოპერაციო საქმიანობიდან.

მოგება დაბეგვრამდე. მოგების გადასახადი, მისი ასახვა ანგარიშგებაში. წმინდა მოგება (ზარალი).

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.





თემა 4. ფულადინაკადების ანგარიშგება, მისი შედგენის მეთოდები

(4 საათი ლექცია, 2საათი პრაქტიკული მეცადინეობა)



ფულადი ნაკადების ანგარიშგება - საწარმოს მიერ ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტების გამომუშავების უნარისა და ფულად სახსრებზე საწარმოს მოთხოვნილების შეფასების საშუალება.            

ფულადი სახსრები, ფულადი სახსრების ექვივალენტები, ფულადი სახსრების ნაკადები.

ფულადი ნაკადების კლასიფიკაცია: ფულადი ნაკადები საოპერაციო საქმიანობიდან, საინვესტიციო საქმიანობიდან, საფინანსო საქმიანობიდან.    

ფულადი ნაკადების ანგარიშგების წარდგენა პირდაპირი და არაპირდაპირი   მეთოდით.

       თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.





თემა 5. ანგარიშგებასაკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ და მისი შედგენის წესი

(4 საათი ლექცია, 6 საათი პრაქტიკული მეცადინეობა)



საკუთარი კაპიტალის ცვლილების შესახებ ანგარიშგებაში წარსადგენი ინფორმაცია და წარდგენის გზები (ფორმატები).

რეზერვებში მომხდარი ცვლილებების, მოგება-ზარალის ანგარიშგებაში აუღიარებელი წმინდა შემოსულობის ან ზარალის, დივიდენდების გაცემის შედეგად დაგროვილ მოგებაში მომხდარი ცვლილებების დადგენა და წარდგენა ანგარიშგებაში.        

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.



თემა 6. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნები

(4 საათი ლექცია, 6 საათი პრაქტიკული მეცადინეობა)



განმარტებითი შენიშვნების არსი და მნიშვნელობა ინფორმაციის მომხმარებლისათვის.

განმარტებითი შენიშვნებში შესატანი ინფორმაცია. განმარტებითი შენიშვნებში არაფინანსური ხასიათი ინფორმაციის შეტანის შესაძლებლობა.

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.



შუალედური და დასკვნითი შეფასება4 საათი, მ.შ:

შუალედური შეფასება (ტესტირება) 1 საათი;

შუალედური შეფასება (ტესტირება) 1 საათი;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 2საათი  



შემდგენელი: ე. ლომსაძე