ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა
სასწავლო კურსის სახელწოდება

საგადასახადო დაბეგვრა

სასწავლო კურსის მოცულობა

კრედიტების რაოდენობა- 3 (1 კრედიტი=25 საათი).

სრული კურსი მოიცავს 76აკადემიურ საათს. მათორისლექცია/პრაქტიკული 20საათი;   სასწავლო პრაქტიკა 16 საათი; საწარმოო პრაქტიკა 20 საათი; დამოუკიდებელი მუშაობა 16 საათი; შუალედური და დასკვნითი შეფასება 4 საათი.

სასწავლო კურსის გავლის წინაპირობა

ფინანსური კურსის ათვისების აუცილებელი წინაპირობაა ეკონომიკის საფუძვლების, ბიზნესის სამართალის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საკალკულაციო აღრიცხვის ცოდნა

სასწავლო კურსის მიზანი

შეასწავლოს სტუდენტებს საგადასახადო დაბეგვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად

მისაღწევი შედეგი

სწავლის შედეგები

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება:

·        გადასახადების ნიშნები, სტრუქტურა და სახეები

·        ქვეყანაში არსებული საგადასახადო კანონმდებლობა და საგადასახადო სისტემა

·        გადასახადების გამოანგარიშების წესები

·        გადასახადები გადახდის, აკრეფისა და დაბრუნების წესები

·        საგადასახადო ორგანოების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები

·        საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საგადასახადო ინსპექციების ფუნქციები

·        გადასახადების გადახდის, აკრეფის და დაბრუნების პროცედურები

·        საგადასახადო კონტროლის მექანიზმი

·        პასუხისმგებლობა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის

·        საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გაანგარიშების წესები



სასწავლო კურსის შინაარსი

თემები



1. გადასახადების ცნება, ნიშნები, სტრუქტურა და კლასიფიკაცია   (2სთ)

2.  საგადასახადო კანონმდებლობა და საგადასახადო სისტემას ცნება(2სთ)

3.  საგადასახადო საქმის წარმოება და მისი ძირითადი სტადიები. გადასახადების გამოანგარიშების წესი (4სთ)

4.  გადასახადების გადახდა, აკრეფა და დაბრუნება. საგადასახადო ადმინისტრაცი (2სთ)

5.  საგადასახადო კონტროლი. პასუხისმგებლობა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის (4 სთ)

6.  საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები (4 სთ)



სწავლების ფორმა

ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, საწარმოო პრაქტიკა, დამოუკიდებელი მუშაობა, შუალ. და დასკვნითი შეფასება

სასწავლო კურსის შეფასება







სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება შუალედური და დასკვნითი შეფასების გზით. შუალედური შეფასება ხდება სტუდენტის აქტივობისა და დაკვირვების, ტესტირებისა და კოლოქვიუმების შედეგების გათვალისწინებით. დასკვნითი შეფასება ხდება სასწავლო კურსისა და მასთან დაკავშირებული სასწავლო პრაქტიკის დამთავრებიდან 5-10 დღის ვადაში (საწარმოო პრაქტიკის დაწყებამდე პერიოდში), ტესტირების გზით.



მაქსიმალურიშეფასებასაგნების მიხედვით 100 ქულაა, რომელიც შედგება:მეცადინეობაზე დასწრება 10 ქულა;სწავლის პერიოდში აქტიურობა (დაკვირვება და დემონსტრირება) 10 ქულა;

შუალედური ტესტირება ან კოლოქვიუმები (2–ჯერ) 40 ქულა;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 40 ქულა



ლიტერატურა

ლიტერატურა

ა) ძირითადი

  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი
  2. დ. პაპიაშვილი – საგადასახადო კანონმდებლობა ბუღალტერთათვის, შპს ბუღალტერთა მომზადების ცენტრი, თბ. 2011 წელი
) დამხმარე

1.    nadaraia, rogava, ruxaZe, bolqvaZe – saqarTvelos sagadasaxado kodeqsis komentarebi, Tbilisi 2012 weli.

სასწავლოკურსის შემდგენი

დავით პაპუაშვილი





          

თემა 1. გადასახადების ცნება, ნიშნები, სტრუქტურა და კლასიფიკაცია

            გადასახადის ცნება და მნიშვნელობა. გადასახადები და სხვა სახელმწიფო შემოსავლები - საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მოსაკრებლები. გადასახადის სტრუქტურა (ელემენტები) - საგადასახადო სამართლებრივი ნორმა, გადასახადის გადამხდელი, გადასახადით დაბეგვრის საგანი, გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. გადასახადის სახეები.

           

თემა 2. საგადასახადო კანონმდებლობა და საგადასახადო სისტემას ცნება

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სისტემა. საგადასახადო კანონმდებლობის მოქმედება დროში, სივრცეში და პირთა წრის მიმართ. საერთაშორისო შეთანხმებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სისტემაში.

            საგადასახადო სისტემას ცნება, ზოგადი დახასიათება და სტრუქტურა. საწართველოს საგადასახადო სისტემას ორგანიზაციული პრინციპები. გადასახადების დაწესება, შემოღება და გაუქმება. ადგილობრივი გადასახადები საქართველოს საგადასახადო სისტემაში.



თემა 3. საგადასახადო წარმოება და მისი ძირითადი სტადიები. გადასახადების გამოანგარიშების წესი

ცნება საგადასახადო წარმოების შესახებ და მისი ძირითადი სტადიები: გადასახადების გამოანგარიშება; გადასახადების გადახდა. გადასახადების გამოანგარიშების ცნება და გამოანგარიშების ძირითადი სტადიები: გადასახადის ობიექტის განსაზღვრა; გადასახადის ბაზის განსაზღვრა; გადასახადის განაკვეთის ამორჩევა; საგადასახადო შეღავათების გამოყენება; გადასახადის თანხის განსაზღვრა.          ბუღალტრული აღრიცხვა გადასახადების გამოანგარიშების სისტემაში.

            გადასახადის საგანი. გადასახადის ობიექტის ცნება. გადასახადის მასშტაბი და გადასახადის ერთეული. საგადასახადო ბაზის ცნება. საგადასახადო განაკვეთის ცნება, საგადასახადო განაკვეთის სახეები.

            საგადასახადო შეღავათების ცნება და სახეები.

            საგადასახადო პერიოდი და გადასახადის გამოანგარიშების ხერხი.

            საგადასახადო დოკუმენტაცია და ანგარიშგება. საგადასახადო დეკლარაციები და საგადასახადო ორგანოების შეტყობინება.



თემა 4. გადასახადების გადახდა, აკრეფა და დაბრუნება. საგადასახადო ადმინისტრაცია

            გადასახადის გადასდის ცნება და გადახდის საშუალებები: ფულადი საშუალებებით; ქონებით (ნატურით); ქონებისა და დებიტორული დავალიანების იძულებითი მიქცევით. გადასახადის იძულებითი გადახდევინების მექანიზმები. ქონება ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია.

            გადასახადის დამოუკიდებელი გადახდის მოთხოვნები. გადასახადის გადახდის წყარო და ვადები. გადასახადის მიმდინარე გადახადები. გადასახადის დაკავება გადასახადის წყაროსთან. საგადასახადო ვალდებულების შესრულება. გადასახადის გადახდის მომენტი. საგადასახადო შენატანი. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხების დაბრუნება.

            საქართველოს ფინანსსთა სამინისტროს უფლებამოსილება საგადასახადო სფეროში. საქართველოს ფინანსსთა სუმინისტროს შემოსავლების სამსახური. საგადასახადო ორგანოების ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები. საგადასახადო ინსპექციები. საბაჟო ორგანოები.



თემა 5. საგადასახადო კონტროლი. პასუხისმგებლობა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის

            საგადასახადო კონტროლის ცნება და ძირითადი სახეები. გადამხდელთა რეგისტრაცია. საგადასახადო შემოწმების ჩატარების წესები. საგადასახადო შემოწმების სახეები: გეგმური და არაგეგმური; კამერალური და გასვლითი; სრული და შერჩევითი; ფორმალური და არითმეტიკული და შემხვედრი.

            გადასახადისაგან თავის არიდების პრობლემები.

            საგადასახადო პასუხისმგებლობის ცნება, ნიშნები და პრინციპები. საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები.

            საგადასახადო სამართალდარღვევის ცნება, ნიშნები და სუბიექტები. საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები.

            საგადასახადო პასუხისმგებლობა გადასახადების შემცირებისათვის. პასუხისმგებლობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის. საურავი ვადაგადასულ საგადასახადო გადასახდელებზე.



თემა 6. საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები

            საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის სამართლებრივი საფუძვლები. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები: დამატებული ღირებულების გადასახადი. აქციზი. მოგების გადასახადი. საშემოსავლო გადასახადი. სოციალური გადასახადი. საბაჟო გადასახადი.

ადგილობრივი გადასახადი - ქონების გადასახადი.







შუალედური და დასკვნითი შეფასება 4 საათი, მ.შ:

შუალედური შეფასება (ტესტირება) 1 საათი;

შუალედური შეფასება (ტესტირება) 1 საათი;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 2საათი  



შემდგენელი:  დ. პოპიაშვილი