ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა
ვამტკიცებ: შპს “ბუღალტერთა მომზადების ცენტრის დირექტორი:         13.05.2013 წელი



სასწავლო კურსის სახელწოდება

კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება

სასწავლო კურსის მოცულობა

კრედიტების რაოდენობა- 3 (1 კრედიტი=25 საათი).

სრული კურსი მოიცავს 90აკადემიურ საათს. მათორისლექცია/პრაქტიკული 30საათი;   სასწავლო პრაქტიკა 36 საათი; დამოუკიდებელი მუშაობა 20 საათი; შუალედური და დასკვნითი შეფასება 4 საათი.

სასწავლო კურსის სტატუსი

საბაზისო

სასწავლო კურსის გავლის წინაპირობა

საბაზო განათლება

სასწავლო კურსის მიზანი

შეასწავლოს სტუდენტებს ძირითად კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობა – ტექსტების მომზადება, ცხრილების დამუშავება, ინტერნეტთან ურთიერთობა, კომპიუტერის ძირითად მოწყობილობებთან (დისკები, სკანერები, ვებკამერები, პრინტერები და ა.შ. ურთიერთობა)

მისაღწევი შედეგი

სწავლის შედეგები

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს ეცოდინება:

  • კომპიუტერის მუშაობის პრინციპები და მისი ძირითადი კომპონენტების დახასიათება
  • მსოფლიოში და საქართველოში გავრცელებულ ძირითად საოფისე პროგრამებთან მუშაობა
  • ტექსტების მომზადება და გაფორმება
  • ელექტრონული ცხრილების პროგრამის გამოყენებით სხვადასხვა რიცხვითი ცხრილების დამუშავება, გამოთვლების წარმოება, დალაგება, გაფილტრვა, დიაგრამების აგება და სხვ.
  • მუშაობა ინტერნეტში, ინფორმაციის მოძიება, ჩამოტვირთვა, მუშაობა სხვადასხვა მესენჯერებთან (მაგ. Skype)
  • კომპიუტერის ძირითად მოწყობილობებთან მუშაობა, ინფორმაციის გამოტანა პრინტერზე, დასკანერება, ვებ კამერასთან ურთიერთობა, ლოკალურ ქსელში მუშაობა


სასწავლო კურსის შინაარსი

თემები

1.   ზოგადი ცნობები კომპიუტერის შესახებ                               (2 სთ.)

2.     ოპერაციული სისტემა MSWindows                                          (12 სთ.)

3.     ტექსტური რედაქტორი MSWord                                             (16 სთ.)

4.     ელექტრონული ცხრილი MS Excel                                           (16 სთ.)

5.     ლოკალური ქსელი, ინტერნეტი და ელ. ფოსტა       (10 სთ.)

შენიშვნა:

სასწავლო საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, თეორიული და პრაქტიკული კურსის სრული გამიჯვნა არამიზანშეწონილია, რადგან როგორც თეორიული (20 საათი), ასევე პრაქტიკული (36 საათი) კურსი წარიმართება ერთდროულად, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით. ამიტომ სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობის თემები გაყოფილი არ არის და წარიმართება პარალელურად.
































სწავლების ფორმა

ლექცია, პრაქტიკა, შეფასება

სასწავლო კურსის   შეფასება







სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება ეტაპობრივად. შუალედური შეფასებები ხდება სასწავლო კურსისა და მასთან დაკავშირებული სასწავლო პრაქტიკის პარალელურად. დასკვნითი გამოცდა ტარდება კურსის დამთავრებიდან 5 დღის ვადაში.

დასკვნითი შეფასება ხდება ინდივიდუალურად, თითოეული სტუდენტი საგამოცდო დავალებებს ასრულებს კომპიუტერთან, კომპიუტერის პრაქტიკული გამოყენების გზით. შეფასებისათვის შედგენილ დავალებებსა და ამოცანებში გაითვალისწინება პროგრამაში მოცემული ყველა საკითხი, რაც სტუდენტს მისცემს მიღებული ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობებს.



სტუდენტის ცოდნა ფასდება 100 ქულით, რომელიც შედგება: მეცადინეობაზე დასწრება 10 ქულა; შუალედური ტესტირება (ორჯერ) 40 ქულა; დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 40 ქულა. დადებით შეფასებად ჩაითვლება 50 და მეტი ქულა.





ლიტერატურა

ლიტერატურა



ა) ძირითადი

თ. აბესაძე - თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების წიგნი

ბ) დამხმარე

სხვა ავტორთა მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები.









თემა 1. ზოგადი ცნობები კომპიუტერის შესახებ

კომპიუტერის აგებულება. პროცესორი, ეკრანი, კლავიატურა, მაუსი, სკანერი, მოდემი(2 საათი)

.

თემა 2. ოპერაციული სისტემაMSWindows

სისტემის ჩატვირთვა, საწყისი ეკრანის აღწერა. პროგრამები, ოპერაციული სისტემები (Windows), კომპიუტერის მუშაობის პრინციპი (პროგრამები ინახება დისკებზე.....); ეკრანის აღწერა: რა არის საქაღალდე, კალათი, MMy Documents, My Computer, My Network Places მოკლე აღწერა; დავალებათა პანელი: Start,ბრძანებების მოკლე დახასიათება: Help, Search, Programs. პროგრამის გაშვება; სწრაფი გაშვების ზოლიდან პროგრამების გაშვება, გადართვა მათ შორის; კონტექსტური მენიუ. კალათის გახსნა, დახურვა, გასუფთავება. საქაღალდის კონტექსტური მენიუ; ეკრანის კონტექსტური მენიუ. ობიექტების დალაგების რეჟიმები. ეკრანის გაფორმება; საქაღალდის შექმნა, გახსნა, წაშლა, აღდგენა სხვადასხვა მეთოდებით; მუშაობა კლავიატურასთან (4საათი).

მუშაობა ფანჯრებთან. My Computer. მოქმედება ფანჯრებზე: დაპატარავება, დახურვა, გადიდება, გადაადგილება. სავარ­ჯი­შო ორი ფანჯრის გვერდი-გვერდ განლაგებაზე; ფანჯრის სტრუქტურის განხილვა: ინსტრუმენტების პანელები. ჩართვა-გამორთვა; საქაღალდეში რამდენიმე საქაღალდის დამატება სხვადასხვა ხერხით; მონიშვნები; დისკების ჩამონათვალის ნახვა. გავხსნათ C: დისკი. რა არის Windows და Program File საქაღალდეები. შევიდეთ savarjisho საქაღალდეში; გადაადგილება საქაღალდეში (წინასწარ დავაყენოთ Details) ისრებით, Home, End, Page Up ...; სვეტების ზომების ცვლილება. ფაილების დალაგება სახელებით, ტიპით, ზომებით. ფაილების გახსნა; ფაილების გამოტანა სხვადასხვა ზომებით View მენიუდან; ვორდის და ექსელის ფაილების გახსნა და დათვალიერება; ნახატის ფაილის გახსნა. გადასვლა სხვა ნახატებზე. Slide Showდა.. ეკრანისგაფორმება (6საათი).

დისკებთან და ფაილებთან მუშაობა. ხმოვანი ფაილის გახსნა. Media Player-ისაღწერა, ფილმები; My Document-ისდათვალიერება; მუშაობადისკებთან. ზომები, გასუფთავება, CDდაUSB lashდისკზეფაილებისგადაწერადაპირიქით (2საათი)..



თემა 3. ტექსტური რედაქტორი MS Word

შესავალი. პროგრამა Word-ის დაწყება. ეკრანის აღწერა, მენიუ, პანელები, ჩართვა-გამორთვა სხვადასხვა ხერხით, პანელების გადაადგილება, ღილაკების დამატება-წაშლა; ბრძანებების შესრულების მეთოდები; მასშტაბირება; სახაზავის გამოყენება; გვერდის პარამეტრების ცვლილება; შენახვა-გახსნის მეთოდები; ტექსტის რედაქტირება, ღილაკები BackSpace და Delete; Un Do; მუშაობა კლავიატურასთან (4საათი)..

ტექსტის ფორმატირება. ნავიგაცია ტექსტში (წინასწარ გავხსნათ რაიმე დიდი დოკუმენტი): კურსორის მართვა, აბზაცის ზომების ცვლილება; ტექსტის ფორმატირების საშუალებები: ზომა, შრიფტი, B, I, U, ტექსტის საზღვრებში გასწორება. აბზაცებს შორის ინტერვალის დაყენება, სტრიქონის სიმაღლე; შრიფტის ფერი, ფონი, სტრიქონების დანომრვა, მარკერები; სტრიქონებისა და გვერდის გაყოფა-შეერთება(5საათი)..

სიმბოლოები, კოპირება. მონიშვნები; სიმბოლოების ჩასმა ტექსტში (სავარჯიშო); სიტყვის ძებნა და შეცვლა, მითითებულ გვერდზე გადასვლა; გვერდების დანომრვა, კოლონტიტულები; კოპირება-გადატანა სხვადასხვა ხერხებით(4საათი)..

ცხრილები. ცხრილებისაგებასხვადასხვამეთოდებით; ბეჭდვა; ხატვა, სურათების ჩასმა სკანერიდან და დამუშავება(4საათი)..



თემა 4. ელექტრონული ცხრილი MS Excel

ეკრანის აღწერა, სვეტებისა და სტრიქონების ზომების ცვლილება, მონიშვნები

ტექსტების შეტანა, გასწორება უჯრაში, რედაქტირება (4საათი).;

რიცხვების შეტანა, ფორმატირება, ათწილადი რიცხვები; მარტივი ცხრილის აგება, ფორმულების შეტანა, გადავრცელება, ავტოჯამი(4საათი).;

აბსოლუტური მისამართი; მუშაობა ფურცლებთან; ცხრილში სტრიქონებისა და სვეტების ჩასმა, კოპირება-გადატანა(4საათი).;

ცხრილის დათვალიერების რეჟიმები, ნუმერაცია, კოლონტიტულები; მონაცემების მართვა და ანალიზი: დალაგება, ფილტრაცია, ქვეჯამები; დიაგრამები, ფუნქციები(4საათი)..



თემა 5. ლოკალური ქსელი, ინტერნეტი და ელ. ფოსტა

მუშაობა ქსელში, საქაღალდის გაზიარება, გადმოწერა სხვა კომპიუტერიდან(4საათი).;

ინტერნეტი: ვებ გვერდებთან მუშაობა, ტექსტისა და სურათების კოპირება, შენახვა(4საათი);

ელექტრონული ფოსტა; მუშაობა ვებ კამერასთან; მესენჯერები (2საათი)..





შუალედური და დასკვნითი შეფასება6 საათი, მ.შ:

შუალედური შეფასება (ტესტირება) 2 საათი;

შუალედური შეფასება (ტესტირება) 2 საათი;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 2 საათი  



შემდგენელი: თ. აბესაძე