ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა

სილაბუსი

სასწავლო კურსის   სახელწოდება

ეკონომიკის საფუძვლები

ასწავლო კურსის   მოცულობა

კრედიტების რაოდენობა- 1 (1 კრედიტი=25 საათი).

სრული კურსი მოიცავს 28 აკადემიურ საათს. მათ ორისლექცია/პრაქტიკული 14 საათი; დამოუკიდებელი მუშაობა 10 საათი; შუალედური და დასკვნითი შეფასება 4 საათი.

სასწავლო კურსის გავლის წინაპირობა

კურსის ათვისების აუცილებელი წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლება

სასწავლო კურსის მიზანი

სტუდენტებს მისცეს ზოგადი განათლება ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლებში. გააცნოს ძირითადი ეკონომიკური ცნებები და კანონები. დაეხმაროს სტუდენტებს ეკონომიკური მეცნიერების ტერმინოლოგიის, მისთვის დამახასიათებელი ლოგიკისა და მისი ძირითადი ინსტრუმენტების დაუფლებაში.

მისაღწევი შედეგი

კურსის მოსმენის შემდეგ სტუდენტს ეცოდინება:

·            ეკონომიკის საფუძვლები    

·            წარმოების ფაქტორები

·            საქონლისა და მომსახურების მოთხოვნაზე და მიწოდებაზე მოქმედი ფაქტორები

·            საბაზრო სისტემის არსი. ბაზრის ფუნქციები. საქონლისა და ფულის მიმოქცევა

·       მცირე ბიზნესის როლი ქვეყნის ეკონომიკაში

·       ბიზნესის მართვის პასუხისმგებლობა

·       საწარმოს მართვისა და მისი განვითარებისათვის აუცილებელი სახსრების წყაროები

·       სესხების ღირებულების გაანგარიშება

·       ბალანსი და მოგებისა და ზარალის ანგარიშგება

·            კავშირი მწარმოებლურობასა და წარმოებას შორის

·            კონკურენცია და მისი სარგებლიანობა

·            მარკეტინგის არსი

·            სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურა

·            ფული და მისი მახასიათებელი თვისებები

·            ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები მომსახურება

·            რატომ იცვლება ფულის ღირებულება დროში  

·            ინფლაციის არსი

·            მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP), ეკონომიკისა და უმუშევრობის დონის კავშირი

·            ფისკალური და მომენტარული პოლიტიკის ცნება

·            საერთაშორისო ვაჭრობა და მისი უპირატესობანი.

·            ანგარიშსწორება საერთაშორისო ვაჭრობაში

·            საგადასახდელო ბალანსი

სასწავლო კურსის შინაარსი

თემები



1.          ეკონომიკსის შესავალი. რა არის ეკონომიკა                    2

2.         საბაზრო სისტემა, მისი არსი                                              1

3.         მოთხოვნა, მიწოდება და საბაზრო ფასი                          2

4.         ბიზნესის დაწყება                                                                 2

5.         ბიზნესის დაფინანსება. კაპიტალი, ინვესტიციები        2

6.         წარმოება და მწარმოებლურობა                                         1

7          კონკურენცია და მისი სახეები                                           1

8.         ფული და საფინანსო ინსტიტუტები                                 1

9.         მსოფლიო ეკონომიკა                                                            2



სწავლების ფორმა

ლექცია, სემინარი

სასწავლო კურსის შეფასება





სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება შუალედური და დასკვნითი შეფასების გზით. შუალედური შეფასება ხდება სტუდენტის აქტივობისა და დაკვირვების, ტესტირებისა და კოლოქვიუმების შედეგების გათვალისწინებით. დასკვნითი შეფასება ხდება სასწავლო კურსისა და მასთან დაკავშირებული სასწავლო პრაქტიკის დამთავრებიდან 5-10 დღის ვადაში (საწარმოო პრაქტიკის დაწყებამდე პერიოდში), ტესტირების გზით.



მაქსიმალურიშეფასებასაგნების მიხედვით 100 ქულაა, რომელიც შედგება:

მეცადინეობაზე დასწრება 10 ქულა;

სწავლის პერიოდში აქტიურობა (დაკვირვება და დემონსტრირება) 10 ქულა;

შუალედური ტესტირება ან კოლოქვიუმები (2–ჯერ) 40 ქულა;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 40 ქულა



ლიტერატურა

ლიტერატურა

ა) ძირითადი

1.     ეკონომიკის საფუძვლები სასწავლო მასალა, სავარჯიშოები, საკონტროლო კითხვები,შპს ბუღალტერთა მომზადების ცენტრი, თბილისი, 2011.

ბ) დამხმარე

ლ. ჩიქავა. ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი. თბილისი. სიახლე, 1997.




თემა 1. ეკონომიკსის შესავალი. ეკონომიკის არსი    (2 საათი)

     ეკონომიკური განვითარების ობიექტური პირობები. რისთვის ვისწავლოთ ეკონომიკა. შეზღუდულობა. ეკონომიკა: მეცნიერება შეზღუდულობისა და არჩევნის შესახებ. არჩევანის პრობლემა და ალტერნატიული ღირებულება. ზღვრული გადაწყვეტილებების მიღება. წარმოების ფაქტორები. ძირითადი ეკონომიკური პრობლემები. პირველი ეკონომიკური თეორიები. ეკონომიკური სისტემის ტიპები. საწარმოო შესაძლებლობათა ზღვარი.            

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები.

თემა 2. საბაზროსისტემა და მისი არსი (1 საათი)

საბაზრო ეკონომიკის არსი. საბაზრო სისტემა. ფასწარმოქმნის საბაზრო მექანიზმი. ბაზრის ფუნქციები. საქონლისა და ფულის მიმოქცევა.

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის

თემა 3. მოთხოვნა, მიწოდება და საბაზრო ფასი     (2 საათი)

    ფასები საბაზრო ეკონომიკაში. მოთხოვნა. მოთხოვნის ცვლილებები. მოთხოვნის ელასტიკურობა. მიწოდება. მიწოდების ელასტიკურობა. წონასწორობა. მოთხოვნისა და მიწოდების ცვლილებების გავლენა საბაზრო ფასებზე.

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის

თემა 4. ბიზნესის დაწყება(2 საათი)

     მცირე ბიზნესის როლი ეკონომიკაში. მცირე ბიზნესის დაწყება. ბიზნესის ორგანიზების ფორმები. დიდი კორპორაციები. მეწარმეთა პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე.    

   თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები.

თემა 5. ბიზნესის დაფინანსება. კაპიტალი, ინვესტიციები (2 საათი)

     ბიზნესის დაფინანსების წყაროები. დაფინანსების შიდა სახსრები. დაფინანსების გარე წყაროები. კაპიტალის სახეები. ინვესტიციები. ბუღალტრული აღრიცხვა ბიზნესში.

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები.

თემა 6. წარმოებადა მწარმოებლურობა (1 საათი)

       წარმოება და ცხოვრების დონე. მწარმოებლურობის არსი. მწარმოებლურობის დინამიკაზე მოქმედი ფაქტორები. კაპიტალდაბანდებების მნიშვნელობა. წარმოების დანახარჯებისა და წარმოების მოცულობის ურთიერთკავშირი. წარმოების მასშტაბის ზრდით გამოწვეული ეკონომია. ფირმის მოგების მაქსიმიზირება.

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები.

თემა 7.კონკურენციადა მისი სახეები (1 საათი)

       სრულყოფილი კონკურენცია, მონოპოლისტური კონკურენცია, ოლიგოპოლია და მონოპოლია. კონკურენციის ხელშეწყობა დერეგულირების საშუალებით. ბაზრის სტრუქტურა. სახელმწიფო რეგულირება: ანტიმონოპოლიური კანონები. მარკეტინგი. პროდუქტი, გასაყიდი ფასი, რეალიზაციის ხელშეწყობა და პოზიცია - მარკეტინგის 4 P.

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები.



თემა 8 .ფული და საფინანსო ინსტიტუტები (1 საათი)

       ფული და მისი დამახასიათებელი თვისებები. ფულის დღეს. ფულის ღირებულება დროში. საბანკო სისტემა. ინფლაცია და მისი გამომწვევი მიზეზები.

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები.

თემა 9. მსოფლიო ეკონომიკა (2 საათი)

     საერთაშორისო ვაჭრობა და მისი უპირატესობანი. ბარიერები საერთაშორისო ვაჭრობაში. ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა. საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსება. საგადასახდელო ბალანსი.

თემატური კითხვები; სავარჯიშო კითხვები.

სემინარული სამუშაო   (6 საათი)  

თითოეული თემის ბოლოს  სემინარული მუშაობას დაეთმობა გარკვეული დრო. სემინარული მუშაობის დრო, ძირითადად, დაეთმობა სტუდენტთა გამოკითხვებს და მათი აქტიურობის შეფასებას; დამოუკიდებელი მუშაობისათვის საშინაო დავალებების მიცემას.





შუალედური და დასკვნითი შეფასება4 საათი, მ.შ:

შუალედური შეფასება (ტესტირება) 1 საათი;

შუალედური შეფასება (ტესტირება) 1 საათი;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 2 საათი  





შემდგენელი: ლ. გოლუბიანი