ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა

სილაბუსი

 

სასწავლო კურსის  სახელწოდება

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები

სასწავლო კურსის  მოცულობა და კრედიტების რაოდენობა

კრედიტების რაოდენობა - 4 (1 კრედიტი=25 საათი).

სრული კურსი მოიცავს 100 აკადემიურ საათს. მათ ორის ლექცია/პრაქტიკული 36 საათი;  სასწავლო პრაქტიკა 28 საათი; საწარმოო პრაქტიკა 12 საათი; დამოუკიდებელი მუშაობა 20 საათი; შუალედური  და დასკვნითი შეფასება 4 საათი.

სასწავლო კურსის  გავლის წინაპირობა

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების შესწავლისათვის აუცილებელია მსმენელებს გააჩნდეთ სათანადო ცოდნა ეკონომიკის საფუძვლებსა და ბიზნესის სამართალში.

სასწავლო კურსის  მიზანი

სასწავლო კურსის მიზანია  შეასწავლოს მსმენელებს სამეურნეო  ოპერაციების არსი, მათ შესახებ მონაცემთა შეგროვებისა და ბუღალტრული ანგარიშების საშუალებით დაჯგუფების მეთოდი, ასევე გააცნოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების არსი და შეასწავლოს  ბუღალტრული აღრიცხვის  ციკლი სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაციიდან – ფინანსური ანგარიშგების მომზადების ზოგადი წესების ჩათვლით      

მისაღწევი შედეგი

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს  ეცოდინებათ:

  • ბუღალტრული აღრიცხვის არსი და ფუნქციები
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების არსი დაQ M მარეგულირებელი სისტემა
  • ბუღალტრული აღრიცხვის საგნის ობიექტების არსი და აღიარების  კრიტერიუმებიF
  • ბუღალტრული  აღრიცხვის  მეთოდი და  ძირითადი ფუძემდებლური პრინციპები.
  • ფინანსური ანგარიშგების არსი, კომპონენტები და ელემენტები
  • ფინანსური ანგარიშგების ძირითადი  დაშვებები და ხარისხობრივი მახასიათებლები
  • ბუღალტრული ბალანსის  აგების  პრინციპები და ფორმატი
  • ბუღალტრულ ანგარიშებზე ორადი ასახვის წესი
  • დოკუმეტაციისა და ინვენტარიზაციის არსი ძირითადი დოკუმენტების სახეები.
  • აღრიცხვაში გამოყენებული  ძირითადი რეგისტრებიMOდა რეგისტრებში სამეურნეო ოპერაციების ასახვის წესიY
  • სააღრიცხვო  ციკლი, მისი ეტაპები. სააღრიცხვო ციკლის დასკვნითი ბუღალტრული მუხლები
  • საცდელი ბალანსი და მისი გამოყენება მოგება  ზარალის ანგარიშგების და ბალანსის შესადგენად.

 

სასწავლო კურსის  შინაარსი

თემები

  1. ბუღალტრული აღრიცხვის არსი და ადგილი მართვის

   სისტემაში - 2საათი ლექცია, 1 საათი პრაქტიკული მეცადინეობა

2.  ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები- - 2საათი ლექცია, 1 საათი პრაქტიკული მეცადინეობა

3.   ბუღალტრული A აღრიცხვის რეგულირება  - 2საათი ლექცია, 1 საათი პრაქტიკული მეცადინეობა

4. ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი. - 2საათი ლექცია, 1 საათი პრაქტიკული მეცადინეობა

5.  ბუღალტრული აღრიცხვის  ფუძემდებლური  პრინციპები -  2საათი ლექცია, 1 საათი პრაქტიკული მეცადინეობა

6.  ანგარიშგების როლი მართვის ინფორმაციულ უზრუნველყოფაში 2საათი ლექცია, 2 საათი პრაქტიკული მეცადინეობა

7. ფინანსური ანგარიშგების ფორმები. ბუღალტრული ბალანსი, მისი აგებულება და შინაარსი- 4საათი ლექცია, 5საათი პრაქტიკული მეცადინეობა

8.  ბუღალტრული ანგარიშები  და ორადი ასახვა -  4საათი ლექცია, 4საათი პრაქტიკული მეცადინეობა

9.  ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა - 2საათი ლექცია, 2საათი პრაქტიკული მეცადინეობა

10.  პირველადი  დაკვირვება ბუღალტრული აღრიცხვის ობიექტებზე  -4საათი ლექცია, 2საათი პრაქტიკული მეცადინეობა

11.     სააღრიცხვო რეგისტრები ­- 6საათი ლექცია, 4საათი პრაქტიკული მეცადინეობა

12.  ბუღალტრული აღრიცხვის  პროცედურები, მიმდინარე აღრიცხვის მონაცემთა განზოგადება, სააღრიცხვო  ციკლი - 4საათი ლექცია, 4საათი პრაქტიკული მეცადინეობა

 

სწავლების ფორმა

ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, საწარმოო პრაქტიკა, შუალედური და დასკვნითი შეფასება

 

სასწავლო კურსის  შეფასება

 

 

 

სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება შუალედური და დასკვნითი შეფასების გზით. შუალედური შეფასება ხდება სტუდენტის აქტივობისა და დაკვირვების, ტესტირებისა და კოლოქვიუმების შედეგების გათვალისწინებით. დასკვნითი შეფასება ხდება სასწავლო კურსისა და მასთან დაკავშირებული სასწავლო პრაქტიკის დამთავრებიდან 5-10 დღის ვადაში (საწარმოო პრაქტიკის დაწყებამდე პერიოდში), ტესტირების გზით.

 

მაქსიმალური შეფასება საგნების მიხედვით 100 ქულაა, რომელიც შედგება:

მეცადინეობაზე დასწრება 10 ქულა;

სწავლის პერიოდში აქტიურობა (დაკვირვება და დემონსტრირება) 10 ქულა;

შუალედური ტესტირება ან კოლოქვიუმები (2–ჯერ) 40 ქულა;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 40 ქულა

 

 

ლიტერატურა

ლიტერატურა:

 

ა) ძირითადი

 

  1. ე. ხარაბაძე, ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები, თბ., 2007.
  2. ა. ხორავა, ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი -      ბუღალტრული აღრიცხვა (თეორია, ფინანსური აღრიცხვა), თბ., 2006.

ბ) დამხმარე

  1. მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტები (სს) ბაფ, 2005.
  2. ე. ლომსაძე - ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა კორესპონდენცია, თბილისი, 2011.

 

სასწავლო კურსის  შემდგენი

ე. წამალაშვილი, ც. მელიქიძე

 

 

 

თემა 1. ბუღალტრული  აღრიცხვის არსი და ადგილი მართვის სისტემაში

(თეორიული კურსი) 2საათი

ცნება მართვის სისტემის და მისი ფუნქციონირებადობის შესახებ; .მართვის სისტემის  ინფორმაციული ბაზა; ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია; რაოდენობრივი ინფორმაციის ელემენტები; სააღრიცხვო და არასააღრიცხვო  ინფორმაცია; სამეურნეო აღრიცხვა და მისი სახეები;

 

აღრიცხვაში გამოყენებული საზომები; ბუღალტრული აღრიცხვის არსი, მისი ინფორმაციული სისტემა; ცნება ფინანსური  და მმართველობითი აღრიცხვის შესახებ.

პრაქტიკული კურსი (1საათი)

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

 თემა 2. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (თეორიული კურსი) 2საათი

 

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (ბასს),  მისი მოთხოვნები; ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მარეგულირებელი ორგანოები, მათი ფუნქციები

პრაქტიკული კურსი (1საათი)

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

თემა 3. ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება   (თეორიული კურსი) 2საათი

                                         

ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება საქართველოში; ბუღალტერთა დამოუკიდებელი პროფესიული ორგანიზაციები, მათი ფუნქციები; ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მარეგულირებელი  ნორმატიული აქტები.

პრაქტიკული კურსი (1საათი)

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

თემა 4. Bბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი

თეორიული კურსი (2საათი)

ბუღალტრული აღრიცხვის საგანი, მისი ობიექტები; ეკონომიკური რესურსები ანუ აქტივები, ეკონომიკური რესურსების ფორმირების წყაროები ანუ  საკუთარი კაპიტალი და ვალდებულებები, სამეურნეო ფაქტები, სამეურნეოAMEA პროცესები;  

ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, მისი ელემენტები; ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები.

პრაქტიკული კურსი (1საათი)

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

თემა 5. ბუღალტრული აღრიცხვის  ფუძემდებლური  პრინციპები (თეორიული კურსი) 2საათი

 

ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები: აღქმადობა, შესაბამისობა, საიმედობა და შესადარისობა.

აქტივები, საკუთარი კაპიტალი, ვალდებულებები, შემოსავლები და ხარჯები.   ფინანსური ანგარიშგების ძირითადი დაშვებები: დარიცხვის მეთოდი და ფუნქციონირებადი საწარმოს  მეთოდი;

პრაქტიკული კურსი (1საათი)

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; ტესტირება; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

თემა 6. ფინანსური ანგარიშგების არსი და როლი  მართვის ინფორმაციულ უზრუნველყოფაში

(თეორიული კურსი) 2საათი

 

ინფორმაციის მომხმარებლები; ანგარიშგების არსი და როლი  მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფის საქმეში, ფინანსური ანგარიშგების არსი და მიზანი;

ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები: ბალანსი, ანგარიშგება მოგება–ზარალის შესახებ, ანგარიშგება  ფულადი ნაკადების შესახებ, ანგარიშგება საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ, სააღრიცხვო პოლიტიკა და  განმარტებითი შენიშვნები;

 

პრაქტიკული კურსი (2საათი)

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

 

თემა 7. ფინანსური ანგარიშგების ფორმები. ბუღალტრული ბალანსი, მოგება-ზარალის ანგარიშგება, ანგარიშგება სააკუთარი კაპიტალის შესახებ, ანგარიშგება ფულადი ნაკადების შესახებ

(თეორიული კურსი) 4საათი

ბუღალტრული ბალანსის არსი და აგებულება. ბუღალტრული ბალანსის აგების პრინციპები. ბალანსის  ფორმატი: ვერტიკალური და  ჰორიზონტალური;

ბუღალტრული ბალანსის მუხლები, ბალანსის ვალუტა. ბალანსის აქტივის მუხლები: გრძელვადიანი და მიმდინარე ვალდებულებები; საკუთარი კაპიტალი, მისი ამსახველი ბალანსის  მუხლები.

 

პრაქტიკული კურსი (5საათი)

ბალანსის, მოგება–ზარალის შესახებ ანგარიშგების, ანგარიშგება  ფულადი ნაკადების შესახებ, ანგარიშგება საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ - ფორმების პრაქტიკული შედგენა;

გრძელვადიანი და მიმდინარე ვალდებულებების ასახვა ბალანსში;

სამეურნეო ოპერაციებით გამოწვეული ცვლილებების გავლენა ბალანზე. თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

 

 თემა 8.  ბუღალტრული  ანგარიშები და ორადი ასახვა

(თეორიული კურსი) 4საათი

ცნება ბუღალტრული  ანგარიშების შესახებ. ბუღალტრული ანგარიშების აგებულება: დებეტი, კრედიტი, ბრუნვა, ნაშთი. ანგარიშების დახასიათება. აქტიური და პასიური ანგარიშები. ანგარიშის საბოლოო ნაშთის  განსაზღვრის  წესები;

 

ბუღალტრული ანგარიშების კლასიფიკაცია. ბუღალტრული აღრიცხვის  ანგარიშთა  გეგმა, მისი სტრუქტურა და დახასიათება.                   

 

პრაქტიკული კურსი (4საათი)

ბუღალტრულ ანგარიშებზე ორადი ასახვის წესი. ანგარიშთა კორესპოდენცია. ბუღალტრული გატარებები. მარტივი და რთული ბუღალტრული მუხლი;

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

 

თემა 9. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა 

 

(თეორიული კურსი) 2საათი

 

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა; მიმდინარე აქტივები;  გრძელვადიანი აქტივები; მიმდინარე ვალდებულებები; გრძელვადიანი ვალდებულებები; საკუთარი კაპიტალი; საოპერაციო შემოსავლები; საოპერაციო ხარჯები; არასაოპერაციო შემოსავლები და ხარჯები; განსაკუთრებული და სხვა შემოსავლები და ხარჯები; ბუღალტრული ანგარიშების დანიშნულების მოკლე

განმარტებები

პრაქტიკული კურსი (2საათი)

ბუღალტრული ანგარიშების აღნაგობა, ფორმა; სინთეზური და ანალიზური ანგარიშები, მარტივი და რთული ბუღალტრული გატარებები;

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

 

 

 

თემა 10. პირველადი დაკვირვება ბუღალტრული აღრიცხვის ობიექტებზე

(თეორიული კურსი) 2საათი

პირველადი  დაკვირვება: დოკუმენტაცია და ინვენტარიზაცია. დოკუმენტის არსი და მნიშვნელობა. დოკუმენტების  რეკვიზიტები. დოკუმენტბრუნვა.  დოკუმენტების  შევსების  წესი. დოკუმენტების  კლასიფიკაცია. ინვენტარიზაციის არსი

 

პრაქტიკული კურსი (2საათი)

დოკუმენტების შედგენა, მიღებაEბუღალტერიაში, დამუშავება, არქივში შენახვა;

ინვენტარიზაციის ჩატარების წესი; ინვენტარიზაციის შედეგების გაფორმება;

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

 

 

თემა 11. სააღრიცხვო რეგისტრები

(თეორიული კურსი) 4საათი

სააღრიცხვო რეგისტრების არსი, დანიშნულება და სახეები.     ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო პრაქტიკაში გამოყენებული რეგისტრები: შესყიდვების ჟურნალი, გაყიდვების  ჟურნალი, შესყიდული საქონლის უკან დაბრუნების, გაყიდული საქონლის უკან დაბრუნების,  მაკორექტირებელი და დახურვის გატარებების ჟურნალები, მცირე სალაროს და სალაროს  წიგნები;

 

პრაქტიკული კურსი (2საათი)

სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაციის მთავარი ჟურნალის აგებულება და მისი პრაქტიკული შევსების წესი;

მთავარი საბუღალტრო წიგნი. შეცდომების  გასწორება სააღრიცხვო ჩანაწერებში.

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

 

თემა 12.  ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურები

(თეორიული კურსი)  6საათი

 

ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემთა განზოგადებისა და კონტროლის ტრადიციული  ხერხები: მარტივი და ჭადრაკისებრი  ბრუნვათა უწყისები;

სააღრიცხვო ციკლი, მისი ეტაპები. საცდელი  ბალანსი;

სამეურნეო ოპერაციების  რეგისტრაციების მთავარი ჟურნალი. სამუშაო  ფურცელი და მისი დანიშნულება;

კორექტირებები, მათი აუცილებლობა; მაკორექტირებელი გატარებები;

მაკორექტირებელი და დახურვის გატარებების ჟურნალი;

წინასწარ გაწეული ხარჯები, წინასწარ მიღებული შემოსავლები, დარიცხული შემოსავლები, დარიცხული  ხარჯები და მათი  კორექტირებების ამსახველი ბუღალტრული მუხლები;

 

პრაქტიკული კურსი (4საათი)

სააღრიცხვო ციკლის დასკვნითი ბუღალტრული მუხლები და მასში ჩანაწერების გაკეთება. საცდელი ბალანსის შედგენა. საცდელი ბალანსის და სამუშაო  ფურცლის  მონაცემთა გამოყენებით მოგება ზარალის  ანგარიშგებისა  და ბალანსის  შედგენა.

თემატური კითხვები;  სავარჯიშო კითხვები; ტესტირება; დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

 

შუალედური და დასკვნითი შეფასება 4 საათი, მ.შ:

შუალედური შეფასება (კოლოქვიუმი) 1 საათი;

შუალედური შეფასება (ტესტირება) 1 საათი;

დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 2 საათი  

 

შემდგენელი: ე. წამალაშვილი