ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა

შპს „ბუღალტერთა მომზადების ცენტრის“ შრომის შინაგანაწესი

 

უხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. შპს „ბუღალტერთა მომზადების ცენტრი(შემდგომში - ბმც) შინაგანაწესი განსაზღვრავს ბმც-ს თანამშრომლებთან (შემდგომში თანამშრომელი) არსებულ შრომითი ურთიერთობების საკითხებს.

2.წინამდებარე შინაგანაწესი ვრცელდება ბმცს სტრუქტურულ ქვედანაყოფებ.

3.შინაგანაწესი შესასრულებლად სავალდებულოა ბმც ყველა თანამშრომლისათვის.

4.შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

5.მცს ადმინისტრაცი ვალდებულია, მცში მიღებისას თანამშრომელს გააცნოს ინაგანაწესი. ხელმოწერა შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის თანამშრომლის პირად საქმეს.

 

მუხლი 2. მცში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები

1.მცში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა წარუდგინოს:
ავტობიოგრაფია - Curriculum Vitae (CV);
) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

2.ამ დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

მუხლი 3. თანამშრომელთა უფლებები

თანამშრომელს უფლება აქვს:

) გაეცნოს ყველა დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი თანამდებობის შესაბამისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;
) დადგენილი წესით მიიღოს ყველა ინფორმაცია და მასალა, რომელიც საჭიროა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;
) გაეცნოს თავის პირად საქმეს, ასევე იმ საბუთებს, რომლებიც შეიტანება მის პირად საქმეში;
) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.

 

მუხლი 4. თანამშრომელთა მოვალეობები

თანამშრომელი ვალდებულია:

) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და სხვა სამართლებრივი აქტები;


) დროულად და კეთილსინდისიერად აღასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონდებლობით, ფუნქციური მოვალეობებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და მითითებებით;
) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განუხრელად შეასრულოს  ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და მისი უშუალო უფროსის დავალებები, გარდა ისეთისა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
) დაიცვას  შინაგანაწესი;
) როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე მცდან გათავისუფლების შემდეგ, არ გაავრცელოს და დაიცვას კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა მისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით;
) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს მც საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;
) შეასრულოს უშუალო უფროსის ან მც სხვა ზემდგომი პირების დავალება სამსახურებრივ საკითხებზე, რომელთა შესრულების მოვალეობა არ უკავშირდება სამსახურის ადგილს;

 

მუხლი 5. თანამშრომელთა შეზღუდვები

1.  თანამშრომელს ეკრძალება:
) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე მც მიერ შექმნილი ან მოპოვებული ინფორმაციის ან ამ ინფორმაციის საფუძვლებზე მომზადებული ნაშრომის, მოხსენების ან სხვა მასალის გამოქვეყნებისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით (გარდა ოფიციალურად დადგენილი შრომითი ანაზღაურებისა);
) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღოს ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან საჩუქრები, ფულადი ან სხვა ქონებრივი სიკეთე, გართობის, დასვენების, სატრანსპორტო (გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა) ან სხვაგვარი მომსახურება;
) გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა სხვა ორგანიზაციების პროპაგანდის ან ინტერესების განხორციელებისათვის;
) მც სახელით დადოს ქონებრივი გარიგება ქონების შეძენაზე, მასთან რაიმე ფორმით დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთან ან სხვა დაწესებულებასთან;
მც მიერ თანამშრომლისათვის კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში, თუ მისი ვადა წლის განმავლობაში მთლიანად შეადგენს მინიმუმ 7 დღეს, მცს-თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე ან ისეთი ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა, რომლითაც არსებითად არ იცვლება ხელშეკრულების პირობები, შრომითი ურთიერთობის წარმოშობიდან 2 წლის განმავლობაში;

2. პირველი პუნქტის "" ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია ბაფის გადაუხადოს პირგასამტეხლო ბოლო 4 თვის ხელფასის ოდენობით;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის "" ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის მოთხოვნები თანამშრომლის მიმართ ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ შრომითი ურთიერთობა შეწყდა თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის გამო.

 

მუხლი 6 . ელექტრონული ფოსტით და ინტერნეტით სარგებლობის წესები

1. ელექტრონული ფოსტის და ინტერნეტის სისტემები, მათში განთავსებული ინფორმაციის ჩათვლით, წარმოადგენს ბმცს საკუთრებას და გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საქმიანი მიზნით;

2. ბმცს ელექტრონული ფოსტის სისტემის გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი და/ან მიღებული ინფორმაცია ორგანიზაციის საკუთრებაა და ბმცს თანამშრომლებს მათზე წვდომის და გამოყენების შეუზღუდავი უფლება აქვს;

3. ყველა თანამშრომელი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს პირადი ელექტრონული ფოსტა და დროულად გასცეს პასუხი.

 

მუხლი 7. თანამშრომლის მიერ დავალების სავალდებულო შესრულება

1. მც დირექტორს სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლია თანამშრომელს დააკისროს სხვა თანამშრომლის მოვალეობების შესრულება ძირითადი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებით ან ძირითად მოვალეობასთან შეთავსებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ არმყოფი თანამშრომლის ხელფასი აღემატება შემცვლელი თანამშრომლის ხელფასსდირექტორის გადაწყვეტილებით შემცვლელ თანამშრომელს შეიძლება მიეცეს არმყოფი თანამშრომლის ხელფასი, თუ არმყოფი თანამშრომლის ხელფასი ნაკლებია შემცვლელის ხელფასზე, მაშინ შემცვლელ თანამშრომელს უნარჩუნდება თავისი ხელფასი.

 

მუხლი 8. მივლინება

1. მც დირექტორს შეუძლია თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მიავლინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2. თანამშრომლისათვის მივლინების ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

მუხლი 9. სამუშაო და შესვენების დრო, მცში არყოფნის შეტყობინების წესი

1.  მც ყველა სტრუქტურულ ერთეულსა და ტერიტორიულ ორგანოში მომუშავე თანამშრომელთათვის განსაზღვრულია:
) ხუთდღიანი სამუშაო კვირა;
) დასვენების დღეები - შაბათი და კვირა;
) სამუშაო დროის დასაწყისი 1000 საათი და დასასრული 1900 საათი;
) დღის განმავლობაში შესვენების დრო 1400 საათიდან 1500 საათამდე.
) უქმე დღის წინა სამუშაო დღის ხანგრძლივობა მცირდება 1 საათით, საღამოს საათების ხარჯზე.

2. მც დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება თანამშრომელთათვის დადგინდეს სხვა სამუშაო გრაფიკი.

3.  სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მიზეზით სამსახურში არყოფნის შესახებ თანამშრომელი ვალდებულია  დირექტორს  წარუდგინოს განცხადება სამსახურში არყოფნის პერიოდის შესახებ. განცხადებას უნდა ეთანხმობოდეს უშუალო უფროსი. მც დირექტორის  თანხმობის შემთხვევაში თანამშრომლის სამსახურში არყოფნის დრო ჩაითვლება საპატიოდ. აღნიშნული წესით თანამშრომლის განთავისუფლება დასაშვებია 40 საათი წლის განმავლობაში, ხელფასის ანაზღაურებით. სამსახურის არასაპატიო გაცდენის შემთხვევაში თანამშრომლის მიმართ გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

 მუხლი 10. ზეგანაკვეთური სამუშაო

1.  თანამშრომლის მუშაობა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში დაიშვება მც ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.

2.  სამსახურში ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, თანამშრომელთა ზეგანაკვეთური მუშაობა დაიშვება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მც ხელმძღვანელის, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ზეპირი ან წერილობითი დავალების საფუძველზე.

3. თანამშრომლის უქმე დღეებში, შესვენების დროს ან სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მუშაობის ანაზღაურების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს მც დირექტორი.

 

მუხლი 11. სამსახურებრივ საკითხებზე გაცემული აქტების თანამშრომელთათვის გაცნობის წესი

1. თანამშრომელთათვის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული აქტის გაცნობახორციელდება:
) დანიშნულების მიხედვით სტრუქტურულ ერთეულში შესაბამისი აქტის გაგზავნით და მათი გაცნობის თაობაზე პირადი ხელმოწერის დაფიქსირებით.
) შესაბამისი აქტის სპეციალურ დაფაზე 1 კვირის ვადით მოთავსებით;
) თანამშრომლის სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით, აღნიშნულ შემთხვევაში აქტი თანამშრომლისათვის გაცნობილად ითვლება გაგზავნიდან 2 სამუშაო დღის შემდეგ.

 

მუხლი 12. ხელფასის გაცემის დრო და ადგილი

1.მც თანამშრომელი იღებს ხელფასს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სამსახურში თანამშრომელთა ხელფასის ოდენობა დგინდება შრომითი ხელშეკრულებით.

3. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ, თვის დამთავრებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თანამშრომელთა საბანკო სახელფასო ბარათებზე დარიცხვით.

4. თანამშრომლისათვის პრემია გაიცემა მც დირექტორის  ბრძანების საფუძველზე.

5. სამსახურებრივი მივლინების პერიოდში თანამშრომელს უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი.

 

 

მუხლი 13. შვებულება და შვებულების მიცემის წესი

1. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით.

2.  თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით - არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღის და არაუმეტეს 3 თვისა.

3. თანამშრომელთათვის შვებულების მიცემის უფლება აქვს მც დირექტორს.

4.თანამშრომელს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. მც დირექტორის  გადაწყვეტილებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

5.  მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

6. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

7. მც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უფლებამოსილია დაადგინოს თანამშრომლებისათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

8.  ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას თანამშრომელი ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს ბმცს დირექტორი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

9. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებასა და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით.

10. მც დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანამშრომელი ვადაზე ადრე გამოძახებულ იქნეს შვებულებიდან.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მცში. არგამოცხადების შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია მც დირექტორს წერილობით აცნობოს არგამოცხადების მიზეზი. არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა წარმოადგენს თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

 

მუხლი 14. ანაზღაურებადი შვებულების გადატანა და საშვებულებო ანაზღაურება

1. თუ თანამშრომლისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, თანამშრომლის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.

2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

3.  თანამშრომლის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება ბოლო თვის ხელფასის მიხედვით.

 

მუხლი 15. თანამშრომლის წახალისება

1.  თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის მც დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
) მადლობის გამოცხადება;
) პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
) დამატებითი შვებულების მიცემა 10 დღის ვადით;
) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა;

2. თანამშრომლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. მც თანამშრომლის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს დირექტორს.

4.წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადების წარდგენის უფლება აქვს მც თანამშრომლის უშუალო უფროსს.

 

 

 მუხლი 16. თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1.დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
) მც შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევა;
) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა.

2. თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში მც დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
) გაფრთხილება;
) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
) სამსახურიდან გათავისუფლება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის "", "" და "" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაა 6 თვე.

4.  დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების ვადაში დაუშვებელია თანამშრომლის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენება, გარდა ამ შინაგანაწესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის "" ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმისა.

5.თუ თანამშრომლის მიმართ 6 თვის ვადაში არ იქნა გამოყენებული ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

 

მუხლი 17. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება

1. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს თანამშრომლის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

2.  სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:
) გაფიცვა;
) ლოკაუტი;
) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;
) საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება;
) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;
) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა
) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამარა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;
) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს;
) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;
) ანაზღაურების გარეშე შვებულება;
) ანაზღაურებადი შვებულება.

3. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში თანამშრომელს არ მიეცემა შრომითი ანაზღაურება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის "" და „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით.

 

მუხლი 18. თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

1. თანამშრომლის მც-დან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

თ) დასაქმებულის მიერ მისთვის  შრომითი ხელშეკრულებით  ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა შრომითი ხელშეკრულებით  ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

ი) ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ შინაგანაწესის მე-13-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;

კ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;

ლ) სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;

მ) დასაქმებულის გარდაცვალება;

ნ) ბმცს ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;

ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

2.თანამშრომლის მც-დან გათავისუფლება დაუშვებელია თანამშრომლის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო ან/და თანამშრომლის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში.

3. თანამშრომლის ინიციატივით თანამშრომლის მც-დან გათავისუფლების სურვილის შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია სამსახურის უფროსი წერილობითი შეტყობინებით გააფრთხილოს არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.

4.დამსაქმებლის (მც) ინიციატივით თანამშრომლის მც-დან გათავისუფლების შემთხვევაში, მას მიეცემა არანაკლებ ერთი თვის ხელფასი.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება მხარეთა მიერ ამ შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

6.  სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ერთ-ერთი მხარის ინიციატივით.

 

მუხლი 19. თანამშრომლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა

1. მც დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანამშრომლის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა:
) სამსახურებრივი დაწინაურებისას;
) რეორგანიზაციისას;
) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამედიცინო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე;
) მც ფუნქციური საჭიროებიდან გამომდინარე;

2.თანამდებობრივი გადაყვანა უნდა მოხდეს თანამშრომლის ძირითადი სპეციალობის (კვალიფიკაციის) და გამოცდილების გათვალისწინებით.