ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა
უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესები


ცენტრის პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების დაცვა ევალება განათლების კოორდინატორს, ადმინისტრატორსა და დაცვის სამსახურს.

უსაფრთხოება დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე და  ცენტრში მყოფ პირთა ქცევაზე. შესაბამისად, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად:

I.           პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების ხანძარსაწინააღმდეგო და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

1.      ცენტრის დერეფანში განთავსებულია ცეცხლმაქრები;

2.     სასწავლო აუდიტორიებში დამონტაჟებულია კონდიცირებისა და გათბობის სისტემა;

3.     ადმინისტრატორის ოთახში ინახება სიცხისა და წნევის საზომი აპარატები და პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი წამლები;

4.     შენობას გააჩნია საავარიო გასასვლელი და დადგენილია საევაკუაციო გეგმა;

5.     შენობის საევაკუაციო გეგმა განთავსებულია საინფორმაციო დაფებზე;

II.         შენობაში აკრძალულია:

1.     სიგარეტის მოწევა;

2.     გარეშე პირების შესვლა;

3.     ცეცხლსაშიში და აალებადი ნივთიერების შეტანა, გამოყენება და შენახვა;

4.     ელექტრო ხელსაწყოების თვითნებურად ჩართვა;

5.     გაზგამათბობელი ღუმელის თვითნებურად ჩართვა და რეგულირება ტემპერატურის შეცვლის მიზნით;

III.       კონდიციონერების სამართავი პულტები ინახება დაცვის სამსახურთან. დაცვის თანამშრომელი ვალდებულია:

1.     მეცადინეობის დაწყებამდე 1 საათით ადრე ჩართოს კონდიციონერი;

2.     მეცადინეობის დაწყებისას გადასცეს მასწავლებელს და მეცადინეობის დასრულების შემდეგ ჩაიბაროს მისგან სამართავი პულტი;

3.     კონდიციონერის გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამორთოს იგი და შეატყობინოს განათლების კოორდინატორს;

4.     მეცადინეობების დასრულების შემდეგ გადაამოწმოს კონდიციონერები და დარწმუნდეს, რომ ყველა მათგანი გამორთულია.

IV.       ზამთრის სეზონის დაწყებისას გათბობის სისტემის ჩართვის უფლება აქვს განათლების კოორდინატორს. განათლების კოორდინატორი ვალდებულია:

1.     ზამთრის სეზონის მოახლოებისას გადაამოწმოს გათბობის სისტემის გასაშვებად მზადყოფნის მდგომარეობა;

2.     ჩართოს გათბობა; პერიოდულად (კვირაში ერთხელ) შეამოწმოს სისტემაში წყლის წნევა და არეგულიროს იგი ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისას;

3.     შეამოწმოს ცეცხლმაქრების ვარგისიანობას;

4.     გამორთოს გათბობის სისტემა ცივი სეზონის დამთავრებისას.

V.         დაცული იქნეს წესრიგი. სტუდენტების ქცევას შესვენების პერიოდში მეთვალყურეობს ინსტიტუტის ადმინისტრატორი. იგი ვალდებულია:

1.     აღკვეთოს სტუდენტის არაეთიკური და შეუფერებელი ქცევა;

2.     შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს შეუძლოდ მყოფ პირს და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება;

3.     თვალყური ადევნოს სისუფთავის დაცვას.

VI.       შენობაში მყოფმა პირებმა საგანგებო სიტუაციაში უნდა იმოქმედონ უპანიკოდ. ყველა უნდა იცნობდეს საევაკუაციო გეგმას. ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციის წარმოშობისთანავე:

1.     დაცვის თანამშრომელი ვალდებულია:

·       გააღოს საავარიო გასასვლელი კარები;

·       გაბმული (გახანგრძლივებული) ზარის დარეკვით გააფრთხილოს შენობაში მყოფნი წარმოშობილი საფრთხის შესახებ;

·       დარეკოს სახანძრო სამსახურში;

·       მიუთითოს შენობაში მყოფთ უსაფრთხო ადგილისაკენ;

·       იზრუნოს ხანძრის კერის ჩაქრობაზე.

2.     ადმინისტრარორი და მასწავლებელი ვალდებულია:

·       მოუწოდოს სტუდენტებს პანიკისაგან თავის შეკავებაზე;

·       მიუთითოს გასასვლელისაკენ;

·       დაეხმაროს დაზიანებულ პირებს.