ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა

პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების,
შეჩერებისა და შეწყვეტის წესები




პროფესიული სტუდენტის სტატუსის მინიჭება

„ბუღალტერთა მომზადების ცენტრში“ (შემდგომ –„ცენტრი“) მესამე დონის ბუღალტრის პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეუძლიათ გააკეთონ   საბაზისო და უფრო მაღალი საფეხურის განათლების მქონე პირებმა.

პროფესიული სტუდენტი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც ფლობს საბაზისო და უფრო მაღალი საფეხურის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და წარმატებით გაივლის სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებელ ტესტირებას.

სტუდენტის სტატუსის მაძიებელმა „ცენტრში“ უნდა წარმოადგინოს:

·       განცხადება;

·       განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ქსეროასლი;

·       ანკეტა(„ცენტრის“ მიერ დადგენილი ფორმით);

·       პირადობის მოწმობა და მისი ქსეროასლი;

·       ოთხი ფოტოსურათი ზომით 3X4.



პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა

პატივსადები გარემოებების არსებობისას (ავადმყოფობა, ქვეყნის დროებით დატოვება, სამხედრო სამსახურში გაწვევა და სხვ.), პირს შეიძლება შეუჩერდეს პროფესიული სტუდენტის სტატუსი პირადი განცხადების საფუძველზე. სტატუსის შესაჩერებლად პროფესიულ სტუდენტს ეძლევა აკადემიური შვებულება არაუმეტეს 1 წლისა.

პირის პროფესიული სტუდენტის სტატუსი წყდება:

1.     სტუდენტის პირადი განცხადებით;

2.     პროფესიული პროგრამის დასრულებით;

3.     ადმინისტრაციის ინიციატივით თუ სტუდენტი არ იცავს „ცენტრის“ შინა განაწესს და:

·       სისტემატურად აცდენს ლექციებს და არ ასრულებს სწავლებასთან დაკავშირებულ მითითებებსა და დავალებებს;

·       არ მიიღებს მონაწილეობას სემესტრულ გამოცდაში ორ და მეტ საგანში;

·       ვერ ჩააბარებს სემეტრულ გამოცდას და მომდევნო სემესტრში არ მიიღებს მონაწილეობას გამოცდაში ან/და ჩაიჭრება გამოცდაზე;

·       შემჩნეული იქნება შენობაში სიგარეტის მოწევაში;

·       აკადემიური შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ არ განაცხადებს სწავლის გაგრძელების სურვილს;

·       არ გადაიხდის სწავლის საფასურს.



პროფესიული სტუდენტის მობილობა

პროფესიული სტუდენტი თავისუფალია არჩევანში და შეუძლია იმავე პროგრამით სწავლა გააგრძელოს სხვა დაწესებულებაში.

სხვა დაწესებულებიდან სწავლის გასაგრძელებლად პროფესიული სტუდენტის მიღება ხდება სემესტრის დამთავრებიდან მომდევნო სემესტრის დაწყებამდე პერიოდში შემდეგი წესით:

·       „ცენტრი“ აცხადებს მისაღები სტუდენტების რაოდენობას და განცხადების მიღების ვადას;

·       „ცენტრში“ სწავლის გაგრძელების მსურველებს უტარებს გამოცდას განსხვავებულ დისციპლინებში;

·       გამოცდის (საჭიროების შემთხვევაში) შედეგების მიხედვით შეარჩევს გამოცხადებული რაოდენობის სტუდენტს და ჩარიცხავს „ცენტრში“.



პროფესიული სტუდენტისმიერ მიღებული განათლების აღიარებ

მიღებული პროფესიული განათლების საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებში გამოცდებზე დამსახურებული დადებითი შეფასება და სათანადო პრაქტიკის მიღება. პრაქტიკის მისაღებად პროფესიული სტუდენტმა უნდა გაიაროს სასწავლო და საწარმოო პრაქტიკა.

საწარმოო პრაქტიკის გავლა მოეთხოვება ყველა პროფესიულ სტუდენტს. პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ საწარმოო პრაქტიკის გავლის ადგილი, კერძოდ:

1. ბუღალტერთა მომზადების ცენტრს გაფორმებული აქვს წერილობითი შეთანხმება   საწარმოებთან, რომლებიც მიიღებენ კოლეჯის სტუდენტებს საწარმოო პრაქტიკაზე;

2. საწარმოო პრაქტიკას უტოლდება პროფესიული სტუდენტის მიერ მოდელირებული საწარმოო პრაქტიკის გავლა. მოდელირებული პრაქტიკის კურსი (ვირტუალური საწარმოს მაგალითზე, 150 საათის მოცულობით) ითვალისწინებს ბუღალტერთა დახელოვნებას საქმიანი თამაშების სპეციალური პროგრამით. პროგრამა და შესაბამისი მასალა შექმნილია შპს „ბუღალტერთა მომზადების ცენტრის“ მიერ და ამ პროგრამით ხორციელდება ბუღალტერთა სტაჟირება. აღნიშნული პროგრამით საწარმოო პრაქტიკის გავლა შესაძლებელიას ქ. თბილისში, ბაქრაძის ქ. 6-ა;

3. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დამოუკიდებლად შეარჩიონ საწარმოო პრაქტიკის გავლის ობიექტი (საწარმო). ასეთ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საწარმოო პრაქტიკის გავლის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი და საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ გაცემული რეკომენდაცია/დახასიათება.



ზემოთ აღწერილი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, პროფესიულ სტუდენტს ენიჭება ბუღალტრის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია/ბუღალტერ-მოანგარიშე

და გაიცემა შესაბამისი დიპლომი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.





საგანმანათათლებლო პროგრამის შეცვლა და გაუქმება



საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში „ცენტრი“ შეწყვეტს არსებული პროგრამით ახალი სტუდენტების მიღებას და კისრულობს ვალდებულებას უზრუნველყოს პროგრამის დასრულება „ცენტრში“ ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის.

პროგრამის დასრულება შესაძლებელია „ცენტრში“ მოქმედი არაფორმალური პროფესიული განათლების პროგრამების ფრგლებში. იგულისხმება „ცენტრში“ მოქმედი ბუღალტერთა მომზადების, ბუღალტერთა სტაჟირებისა და კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების შემსწავლელი არაფორმალური პროფესიული განათლების პროგრამები, რომლებიც თავსებადია პროფესიულ კოლეჯში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამასთან.

არაფორმალური პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელება შესაძლებელი იქნება შეცვლილი ან გაუქმებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების გათვალისწინებით.

არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების დროს ხდება პროფესიული განათლების მესამე საფეხურისათვის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმება.



თუ „ცენტრში“ არ იფუნქციონირებს პროფესიული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადი არაფორმალურიპროფესიულიგანათლებისპროგრამები,  საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების გადაწყვეტილების მიღებამდე, “ცენტრი“ ვალდებულებას კისრულობს სხვა დაწესებულებასთან გააფორმოს სტუდენტის მიერ გავლილი პროგრამის აღიარების შეთანხმება და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.



სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში სტუდენტზეთავის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია გაიცემა 2 სამუშაო დღის ვადაში.