ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა

შპს „ბუღალტერთა მომზადების ცენტრი“
(ბმც)

განვითარების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა
2019-2023 წლებისათვის

 

განვითარების სტრატეგია

განვითარების გრძელვადიანი გეგმა 2019-2023 წლების პერიოდისათვის ითვა­ლისწინებს „ბუღალტერთა მომზადების ცენტრის“ პროფესიული კოლეჯში მოქმედი პროფესიული განათლების პროგრამის მოდერნიზაციას რომელიც დაეფუძნება პროფესიული განათლების ახალ (2018 წლის) სტანდარტს, რაც უზრუნ­ველყოფს კოლეჯში პროფესიული განათლების ხარისხიანი და თანამედროვე სისტემის ფორმირებას.

პროფესიული განათლების განახლებული პროგრამის პარალელურად ბმც-ში გაგრძელდება კადრების მომზადება და გადამზადება სხვადასხვა მოკლევადიანი პროგრამებით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული პროგრამები ხელს შეუწყობს ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში კვალიფიციურ კადრებზე  მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები:

  • პროფესიული განათლების სტანდარტების შესაბამისად განახლებული პროგ­რამით პროფესიული კადრების მომზადება, სტუდენტებისათვის პრაქტიკით გაჯერებული თეორიული ცოდნისა და გამოცდი­ლების მისაღებად;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო სტანდარტებით კადრების მომზადება და გადამზადება მოკლევადიანი პროგრამებით;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა პრაქტიკული მომზადების (სტა­ჟირების) არსებული პროგრამების მასშტაბების გაზრდა;
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა გადამზადება საგადასახადო დაბეგვრაში;
  • ქვეყნის მაშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტრის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებაში ლიდერის პოზიციის დამკვიდრება და შენარჩუნება.

 

სტრატეგიული პროგრამის რეალიზაცია მოითხოვს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:

საგანმანათლებლო მომსახურების სფეროში:

  1. პროფესიული განათლების თანამედროვე სისტემის კარდინალური სრულყოფა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  2. აღრიცხვის დარგის სპეციალისტების მრავალსაფეხურიანი სისტემით პრო­ფესიული მომზადების განვითარება;
  3. სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს დამსაქმებელთა მაღალკვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით;
  4. დამატებითი განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნა სხვა პროფილით განათლების მქონე პირებისათვის;
  5. სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის აკადემიური მობილობის შესაძ­ლებლობების შექმნა ბოლონიის პროცესებისა და საქართველოს კანონმდებ­ლობის გათვალისწინებით;
  6. განათლებაში ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მასწავლებ­ლების კვალიფიკაციის ამაღლება;
  7. სტუდენტებისათვის სასწავლო მასალის მიწოდების ინოვაციური მეთოდების დანერგვა, სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობისა და სწავლის პარალე­ლურად პრაქტიკული საქმიანობის როლის გაზრდა, სტუდენტის მენტორთან მიმაგრების პრაქტიკის დანერგვა;
  8. სწავლის ყოველ ეტეპზე სტუდენტის ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების კონტროლი (შეფასების) სრულყოფა;
  9. მასწავლებლებლად გამოცდილი პრაქტიკოს-სპეციალისტების და აკადემიური სექტორის ლექტორების მოზიდვა;
  10. პარტნიორული კავშირების დამყარება საზღვარგარეთის ორგანიზაციებთან და წამყვან საგანმანათლებილო დაწესებულებებთან.

 

სტუდენტური პოლიტიკის სფეროში:

  1. კეთილშობილების თვისების, პიროვნულად ყოველმხრივ განვითარების, კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებისა და ლიდერის თვისებების მოსაპოვებელი პირობების შექმნა  სტუდენტებისათვის;
  2. სტუდენტებში ცივილური ქცევის, პროფესიული ქცევის, პროფესიული ეთიკური ნორმების დაცვის პრინციპების განვითარება;
  3. კოლეჯის განვითარებაში სტუდენტების მონაწილეობის გარემოს შექმნა და წახალისება.

 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების სფეროში:

  1. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება სასწავლო პროცესის უფრო მაღალ დონეზე ჩასატარებლად;
  2. ბუღალტერთა მომზადების ცენტრის საინფორმაციო-კომუნიკაციური ბაზის სრულყოფა;
  3. ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება სტუდენტების სასწავლო და ორგანიზაციული საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის;
  4. კოლეჯის რესურსების ეკონომიის რეჟიმის ობტიმიზაცია.

 

 საქმიანობის ისტორიული მიმოხილვა

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მსხვილი კორპორა­ციებისაგან განსხვავებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია ახალი სასწავლო პროგრამებით ბუღალტერთა მომზადებისა და გადამზადების აუცილებლობა. შეიქმნა ხელსაყრელი გარემო აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის განვი­თარებისათვის. დამფუძნებელთა ამოცანა იყო, კანონით განსაზღვრული ბუღალ­ტრული აღრიცხვის საერთაშორისო პრინციპების პოპულარიზაციით და მცირე ბიზნესის შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადებით, გარკვეული წვლილი შეეტანა ქვეყანაში მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმაში და შეექმნა ბიზნესის განვითარებისა და შემოსავლების მიღების სტაბილური წყარო.

 

არსებული გარემო და პრობლემები

2000-ანი წლებიდან ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში გატარებული რეფორმა, ძირითადად, შეეხო მხოლოდ მსხვილ და საშუალო საწარმოებს და შეიძლება ითქვას, რომ ასეთ საწარმოთა ძირითადი ნაწილი დღეისათვის გადასულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარ­ტებზე (ბასს) და შესაბამისად, მათი ბუღალტრები გადამზადებულია. განსხ­ვავებული მდგომარეობაა მცირე ბიზნესის სფეროში. 2016 წელს "ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მიღების შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის უნდა გამოიყენებოდეს  ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული საერთაშორისო სტანდარტები.

ანალოგიურად, აკადემიურ სექტორში დღემდე მოქმედი ბუღალტერთა მომ­ზადების სტანდარტები და სასწავლო პროგრამები აგებულია მსხვილი კორ­პორაციების ბუღალტერთა მოსამზადებლად და არ არის დაყოფილი დონეების  (მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების) მიხედვით. საჭიროა სასწავლო პროგრამების დონეებად დაყოფა და კადრების მომზადება, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების გზით.

 

პერსპექტივები

ქვეყანაში არსებული კადრების მომზადების პრობლემები ხელსაყრელ გარემოს ჰქმნის ბუღალტერთა მომზადების ცენტრის საქმიანობის გაფართოებისა და პერსპექტიული განვითარებისათვის. უფრო კონკრეტულად, საქართველოს გა­ნათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული პროფესიული განათლების სტანდარტი ცენტრს საშუალებას აძლევს განაახლოს  და გააფართოოს ბუღალტერთა მომზადების პროგრამები. დღეისათვის ცენტრს ავტორიზაცია აქვს მხოლოდ ბუღალტრის პროფესიული განათლების მე-3 საფეხურის საგან­მანათლებლო პროგრამის (პროფესიული კოლეჯი, III დონე) ფარგლებში, თუმცა, მიღებული კანონმდებლობისა და ცენტრის მატერიალურ- ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით, მომავალ წლებში ცენტრის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ბუღალტერთა მომზადება განახორციელოს ზედა საფეხურების  პროგრამებში.  

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეგისტრირებულია 90.000-მდე მცირე საწარმო უახლოესი წლების მანძილზე ცენტრის ფინანსური სახსრების მოზიდვის  ერთერთი მნიშვნელოვანი წყარო უნდა გახდეს მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მომზადებისა და გადამზადების სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები.

 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

შპს ბუღალტერთა მომზადების ცენტრის საოფისე და სასწავლო აუდიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 620 კვადრატულ მეტრს. მათ შორის, 20 კვადრატული მეტრი (საოფისე) მდებარეობს წერეთლის გამზირი  61-ში, ხოლო 600 კვადრატული მეტრი (სასწავლო ცენტრი) მდებარეობს ბაქრაძის ქ.  6-ა.

სასწავლო ცენტრს გააჩნია თანამედროვე მატერიალური და ტექნიკური ბაზა.

 

 

ოფისისა და სასწავლო ცენტრის აღჭურვილობა

¹

დასახელება

რაოდენობა

საბალანსო ღირებულება

1

კომპიუტერის კომპლექტი

1

597.20

2

მონიტორი

1

415

3

მუდმივი დენის წყარო

1

90

4

პროცესორი

18

11754

5

მონიტორი

18

5760

6

მუდმივი დენის წყარო

18

2502

7

სვიჩი (ხაბი)

4

116

8

მუდმივი დენის წყარო

4

784

9

printer canon mf 4018

5

1751

10

notebook fujistu an530 p600

2

2100

11

პერს.კომპ. “Hhp pavilion pv 3015”

1

1500

12

10 ადგილიანი მრავალვალუტიანი საბუღალტრო პროგრამა “ორისი”

2

3936.80

 

სულ

 

31.306

 

ვეჯი და სხვა ინვენტარი

¹

დასახელება

რაოდენობა

საბალანსო ღირებულება

1

სასწავლო (საწერი მაგიდა)

60

2520

2

სკამი

80

2960

3

კონდიციონერი

2

1472

4

კონდიციონერი

2

2080

5

კომპიუტერის მაგიდა

16

1680

6

მასწავლებლის მაგიდა

2

390

7

თარო

18

550

8

საოფისე სავარძელი

1

161

9

კომპლექსური სპორტული მოწყობილობა

1

1076

10

აპკინგპრო

1

211.93

 

სულ

 

13.101

 

 

 

ოკლე ფინანსური ისტორია

გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადებისას გათვალისწინებულია  ცენტრის გასული წლების ფინანსური საქმიანობის ანალიზი.

შემოსავლები და ხარჯები  2014-2017 წლებში (ლარებში):

შემოსავლები

2014
წელი

2015
წელი

2016
წელი

2017
 წელი

 

ბუღალტერთა პროფესიული მომზადების პროგრამა

70.200

 

79.800

 

54.380

43.600

 

ბუღალტერთა მომზადების მოკლევადიანი პროგრამები

109.027

100.359

142.769

150.100

 

სტაჟირების პროგრამა

22.950

19.600

24.360

29.900

 

ლიტერატურის რეალიზაცია

6.923

4.682

3.798

3.995

 

სულ შემოსავლების ჯამი

209.100

204.441

225.307

227.595

 

 

ხარჯები

 

 

 

 

 

ბუღალტერთა პროფესიული მომზადების პროგრამა

71.460

80.750

56.790

48.550

 

ბუღალტერთა მომზადების მოკლევადიანი პროგრამები

107.890

98.200

141.600

146.800

 

სტაჟირების პროგრამ

21.150

20.500

21.350

25.960

 

ლიტერატურის გამოცემა

5.362

3.831

2860

2.900

 

სულ ხარჯების ჯამი

205.862

203.281

222.600

224.210

 

 

 

დაგეგმილი სამუშაოები

ბუღალტერთა მომზადების ცენტრის გრძელვადიანი განვითარების ძირითადი აქცენტი გაკეთდება ბუღალტერთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განახლებასა და გაფართოებაზე, კერძოდ დაგეგმილია ბუღალტერთა პროფესიული მომზადების ზედა (მე-4 და მე-5) საფეხურების პროგრამებში ავტორიზაციის მოპვება 2019-2020 წლებში.   ცენტრის მატერიალურ- ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით, გაგრძელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა მომზადებისა და სტაჟირების პროგრამები და ბუღალტერთა  მომავალ წლებში განვითარების გეგმი დასახული მიზნის განსახორციელებლად, ცენტრის საქმიანობის გასული წლების გამოც­დილების გათვალისწინებით, 2018-2023 წლებისათვის დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები:

  • ბუღალტერთა პროფესიული მომზადების ზედა საფეხურის პროგრამებში ავტორიზაციის მიღება;
  • მსმენელთა მიღება და სწავლება ბუღალტერთა პროფესიული მომზადების ყველა საფეხურის პროგრამებში;
  • სასწავლო ჯგუფების დაკომპლექტება ბუღალტერთა მომზადების მოკლე­ვადიანი პროგრამით და შესაბამისი სწავლების ჩატარება;
  • მსმენელთა მიღება და სწავლება სტაჟირების პროგრამით;
  • მსმენელთა მიღება და მომზადება საქართველოს საგადასახადო კოდექსში;
  • ცენტრის პროფესიული პროგრამებისა და მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მომზადების სხვა პროგრამებისათვის, მეთოდური სახელმძღვანელოებიგანახლება მომზადება და გამოცემა;           
  • შემოსავლის  მომტანი სხვა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება კანონმ­დებლობის ფარგლებში.

 

მოსალოდნელი შემოსავლების ძირითადი წყაროები

    1. ბუღალტერთა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
    2. მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მომზადების პროგრამები:
  • ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული კურსი
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკული კურსი
  • საგადასახადო დაბეგვრა.
  • სტაჟირების პროგრამა
  • საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები

 

 

 

ვამტკიცებ: ლავრენტი ჭუმბურიძე

შპს „ბუღალტერთა მომზადების ცენტრის დირექტორი

11.10.2018 წელი