ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა

საგანმანათლებლო პროგრამის კატალოგი

 

პროგრამის  მოცულობა:     30 კრედიტი
პროგრამის ხელმძღვანელი:  ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორილავრენტი ჭუმბურიძე
სწავლების ენა:  ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ბუღალტრის მესამე  საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

საგანმანათლებლო პროგრამის ზოგადი აღწერა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტრის პროფესიული მომზადების III საფეხურის შესაბამისი სპეციალისტების მომზადებას. საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია პროფესიული განათლების კრედიტების სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები)

მოდულების თანმიმდევრობა უზრუნველყოფს სტუდენტის ცოდნის ლოგიკურ განვითარებას პროფესიული განათლების შემდეგი საფეხურების სტანდარტით განსაზღვრული უნარჩვევების მისაღწევად.

 

საგანმანათლებლო პროგრაის მიზანი

შეუქმნას სტუდენტს სრული წარმოდგენა ბუღალტრის პროფესიაზე და მის როლზე ბიზნესში;

შესძინოს სტუდენს კონკრეტული ცოდნა ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურებსა და ტექნიკაში;

გამოუმუშაოს სტუდენტს უნარ-ჩვევები, რომელიც უზრუნველყოფს მისი მუშაობის შესაძლებლობას ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირის მითითებითა და დახმარებით;

დაარწმუნოს სტუდენტი დიპლომისშემდგომი ცოდნის მიღებისა და  პროფესიული ზრდის აუცილებლობაში.

სწავლის შედეგები

მესამე დონის  ბუღალტრის პროფესიული პროგრამით მიიღწევა:

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს სამეურნეო მოვლენების მიხედვით დოკუმენტების შედგენის,  დოკუმენტირე­ბული სამეურნეო მოვლენის საბუღალტრო ანგარიშებში ჩაწერის, საბუღალტრო ანგარიშებში ნაშთების გამოთვლის, საცდელი ბალანსის შედგენის, საგადასახადო სისტემის ზოგადი პრინციპებისა და პროცესების, ასევე ბიზნესის სამართლისა და ეკონომიკის საფუძვლების  ცოდნა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

შეუძლია:

  • დათვლა, აღწერა, გაზომვა და გამოთვლითი სამუშაოებსი შესრულება;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა;
  • პირველადი დოკუმენტების საფუძველზე კრეფსითი უწყისების შედგენა;
  • ბუღალტრული გატარებამინიშნებული ოპე­რაციების ასახვა ბუღალტრულ ანგარიშებში;
  • ტიპიური/გამეორებადი ოპერაციების დამოუკიდებლად ასახვა ბუღალტრულ ანგარიშებში;
  • დანერგილ საბუღალტრო პროგრამაში სამეურნეო ოპერაციების შეტანა, ოპერაცი­ების კორექტირება.

საცდელი ბალანსის შესადგენი ნაშთების  მომზადება

დასკვნის გაკეთების უნარი

შეუძლია ცალკეულ საბურალტრო ანგარიშებში თავმოყრილი ინფორმაციის დაჯგუფება, მათ ბაზაზე ოპერატიული ხელმძღავნელობისათვის აუცილებელი პერიოდული ანგარიშგების მომზადება ცალკეული სააღრიცხვო ობიექტებისა და თემატიკის მიხედვით.

კომუნიკაციის უნარი

აქვს უნარი მოკლედ, ლაკონურად და გასაგებად დასვას პრობლემური საკითხი და იოლად აღიქვას განხილვისას გამოთქმული მოსაზრება.

შეუძლია მესამე მხარესთან სააღრიცხვო საკითხების გარკვევა; ამ მიზნით წერილობით გასაგებად ჩამოაყალიბოს მოთხოვნა ან/და პასუხი სააღრიცხვო ინფორმაციაზე, დოკუმენტებზე, ტექნიკასა და ტექნოლოგიაზე. 

აქვს უცხოურ ენაზე შედგენილი საბუღალტრო დოკუმენტის შინაარსის გაგების უნარი.

სწავლის უნარი

შეუძლია საბუღალტრო საქმიანობის შესახებ ახალი ცოდნის მიღება და მომავალი კარიერის დაგეგმვისთვის სწავლის საჭიროებების განსაზღვრა.

ღირებულებები

იცნობს ბუღალტრის ეთიკის კოდექსის ძირითად  ნორმებს. აქვს ბუღალტრის პროფესიისათვის აუცილებელი პუნქტუალურობის, აკურატულობის, პასუხისმგებლობის გრძნობის და წესრიგიანობის თვისებები.   

 

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები 

კოლეჯში ბუღალტრის მესამე საფეხურის პროფესიული პროგრამის განხორციელების აუცილებელი პირობაა პრაქტიკული და თეორიული სწავლების მეთოდების ორგანული ინტეგრაცია. სწავლების პროცესში გამოიყენება   შემდეგი  ფორმები და მეთოდები
•  
ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები
•  
პრაქტიკულ დავალებების თეორიული ასპექტების შესწავლა
•  
დემონსტრირების მეთოდი
•  
ანალიზისა და სინთეზის მეთოდი;
წიგნზე მუშაობის მეთოდი;
•  
სტუდენტის დამოუკიდებელი, აუდიტორიის გარეშე მუშაობა

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა 
სტუდენტის ცოდნის შეფასება ხდება შუალედური და დასკვნითი შეფასების ფორმით. შეფასების მეთოდებად გამოიყენება: დაკვირვება და დემონსტრირება, შუალედური ტესტირება და კოლოქვიუმები, დასკვნითი შეფასება. მაქსიმალური შეფასება საგნების მიხედვით 100 ქულაა, რომელიც მოიცავს:

  • მეცადინეობაზე დასწრება 10 ქულა;
  • სწავლის პერიოდში აქტიურობა (დაკვირვება და დემონსტრირება) 10 ქულა
  • შუალედური ტესტირება ან კოლოქვიუმები (2–ჯერ) 40 ქულა
  • დასკვნითი შეფასება (გამოცდა) 40 ქულა

 

დადებით შეფასებად ჩაითვლება:

  • ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;
  • ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%;
  • კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%;
  • დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%;
  • საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%;

 

           უარყოფით შეფასებად ჩაითვლება:

 (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.

(F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე, რომელიც ჩატარდება დასკვნითი გამოცდიდან 10 დღის ვადაში.  

  სასწავლო გეგმა:


 

 

 

 

 

 

 

ს ა გ ნ ე ბ ი

კრედიტების რაოდენობა

ს ა ა თ ე ბ ი ს  გ ა ნ ა წ ი ლ ე ბ ა

სულ საათების რაოდენობა

საკონტაქტო საათები

დამოუკიდებელი საათები

ლექცია/პრაქტიკულ

ლაბორატორიული

სასწავლო პრაქტიკა

საწარმოო პრაქტიკა*

შუალედური/

დასკვნითი შეფასება

ეკონომიკის საფუძვლები

1

14

 

 

 

4

10

28

სამოქალაქო და ბიზნეს- სამართლის საფუძვლები

1

14

 

 

 

4

10

28

ინგლისური ენა

4

30

 

30

 

6

40

106

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები

4

36

 

28

12

4

20

100

ფინანსური აღრიცხვა

8

60

 

50

60

6

40

216

კომპ. ტექნიკის გამოყენება

3

30

 

20

16

4

20

90

საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა "ორისი”

3

20

 

20

20

4

16

80

ფინანსური ანგარიშგების შედგენის პრინციპები

3

22

 

20

20

4

10

76

საგადასახადო დაბეგვრა

3

20

 

16

20

4

16

76

სულ

30

246

 

184

148

40

182

800

 

 

პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური და ადამინაური რესურსები:
პროგრამის
განსახორციელებლად კოლეჯს გააჩნია პრაქტიკული და სამეცნიერო მუშაობისთვის აუცილებელი, სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესაბამისი  მატერიალურტექნიკური ბაზა, სათანადოდ მომზადებული (კომპიუტერები, გათბობის სისტემა, მერხები, დაფები, სადემონსტრაციო მოწყობილობააუდიო და ვიდეო ტექნიკა ) სასწავლო აუდიტორიები. სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება  ბიბლიოთეკის, ფონოთეკის მომსახურებით (ბიბლიოთეკის წიგნადი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერით).

 

 

 

პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსი
საგანმანათლებლო პროგრამ ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალის,  მოწვეული მასწავლებლები/სპეციალისტებისა და დამხმარე პერსონალის მეშვეობით.

კოლეჯის პედაგოგიური პერსონალის კვალიფიკაცია სრულად პასუხობს მოთხოვნებს. პერსონალის უმეტესობა პრაქტიკულ საქმიანობას ეწევა ბიზნესის ან განათლების სფეროში.

 

პროგრამის გაუმჯობესების სტრატეგია
პროგრამის ხელმძღვანელის, სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კურსების წამყვანი  პერსონალის, დამსაქმებლების და სტუდენტების გამოკითხვის შედეგად მიღებული შეფასებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით პროგრამა ექვემდებარება განახლებას, საჭიროების შემთხვევაში - მოდიფიცირებას.