ბუღალტერთა მომზადების ცენტრი აცხადებს მსმენელთა მიღებას მცირე ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი 2 თვიანი პროგრამით; სტაჟირების პროგრამით.

ავტორიზაცია

კალენდარი


ბეჭდვა
შპს ბუღალტერთა მომზადების ცენტრი (ბმც)
სამოქმედო გეგმა 01.09.201 8-01.09.2019 პერიოდისათვის




პრიორიტეტი

საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის   სპეციალისტების     მომზადება:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით;

ბუღალტერთა მომზადების მოკლევადიანი პროგრამებით;

ბუღალტერთა   სტაჟირების პროგრამით;

საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამებით.

ბუღალტერთა მომზადების ცენტრი2005 წლიდან ახორციელებს ბუღალტერთა მომზადებასა და გადამზადებას მოკლევადიანი პროგრამებით. 2010 წლიდან, ბმც-მ მოიპოვა ავტორიზებული კოლეჯის სტატუსი და მიმდინარეობს     ბუღალტერთა მომზადება პროფესიული   განათლების   მესამე საფეხურის პროგრამით. პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, ბმც მიზნად ისახავს შეინარჩუნოს ავტორიზაცია და გაზარდოს   პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილე პირთა რაოდენობა. აღნიშნული მიზნით, ბმც-ში მიმდინარეობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდერნიზაცია და სტუდენტთა მიღება განახლდება 2019 წლიდან.

დასახული მიზნიდან და   ცენტრის პრიორიტეტიდან გამომდინარე, დაგეგმილია შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

1.     შეინარჩუნოს ავტორიზაცია ბუღალტრის პროფესიული განათლების პროგრამების განსახორციელებლად;

2.     ხელი შეუწყოს აღრიცხვის დარგის სპეციალისტების მრავალსაფეხურიანი სისტემით პროფესიული მომზადების განვითარებას;

3.     შესაძლებლობა შეუქმნას სხვა პროფესიაში განათლების მქონე პირებს დამატებითი განათლების მიღებაში;

4.     მოიზიდოს მასწავლებლებად გამოცდილი პრაქტიკოსი სპეციალისტები;

5.     ხელი შეუწყოს პროფესიულ სტუდენტებს სწავლის პარალელურად პრაქტიკული საქმიანობის დაწყებაში და ამით გაზარდოს პრაქტიკის როლი პროფესიული ცოდნის მიღებაში;

6.     დანერგოს პროფესიულ სტუდენტებთან ინფორმაციის გაცვლის ახალი ტექნოლოგია;

7.     წაახალისოს პროფესიული სტუდენტის მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამისა და გეგმების სრულყოფაში;

8.     შეუქმნას პროფესიულ სტუდენტებს პიროვნული და პროფესიული განვითარების გარემო;

9.     განავითაროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასწავლო პროცესის უფრო ხარისხიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად.

დაგეგმილი სამუშაოები

ცენტრის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე და გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, 2019 წლისათვის დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები:    



§  ბუღალტერთა პროფესიული განათლებისზედა საფეხურის პროგრამებში ავტორიზაციის მიღება;

§  მსმენელთა მიღება ბუღალტერთა პროფესიული მომზადების მესამე საფეხურის პროგრამაში, 2019 წლის სექტემბრიდან;

§  მცირე და საშუალო საწარმოთა სტანდარტებით ბუღალტერთა მომზადება-გადამზადება;

§  მსმენელთა მიღება და სწავლება სტაჟირების პროგრამით;

§  მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა მოსამზადებელი მეთოდური სახელმძღვანელოს განახლება

§  საბუღალტრო-კომპიუტერული პროგრამების სწავლება;



მოსალოდნელი შემოსავლები და ხარჯები

შემოსავლები:

1.     1. ბუღალტერთა პროფესიულისაგანმან.პროგრამა 36 000 (30 მსმენელიX1200 ლ.) lari*

2. ბუღალტერთა მომზადების მოკლევადიანი პროგრამ 120 000 (600 მსმენელიX200 ლ.) lari**

3. სტაჟირების პროგრამა 28.00 0 (70 მსმენ.X400l.) lari***

4. საბუღალტრო-კომპიუტერული პროგრამები 35 000 (500 მსმენელიX70 ლ.) lari****



5. ლიტერატურის რეალიზაცია


21000 (700 ეგზ.X30 ლ.) lari


სულ შემოსავლები


240000 ლარი


ხარჯები:
 
2.     1. ბუღალტერთა პროფესიულისაგანმან.პროგრამა, ლექტორების ხარჯი 9100 (1jgX455saaTiX20l) *

2. ბუღალტერთა მომზადების მოკლევადიანი პროგრამ 24500 (35 ჯგ.X700 ლ.) lari**

3. სტაჟირების პროგრამა 1500 0 (10ჯგ.X1500l.) lari***

4. საბუღალტრო-კომპიუტერული პროგრამები 245 00 (70 ჯგX350 ლ.) lari****
4. ლიტერატურის გამოცემის ხარჯები

5 ადმინისტრაციული ხარჯები:

იჯარა

ხელფასი

საკანცელარიო და

კომუნალური

ცვეთა

14000 (700 ეგზ.X20 ლ.) lari



131 .800 lari

38400 (3200lX12Tve) lari

81.600 (6.800l.X12Tve) lari

1.800 (150l.X12Tve) lari

6000 lari (500X12Tve) lar

4.000 lari


სულ ხარჯები


218900 lari


საბიუჯეტო წლის მოგება


21100 (240000 ლარი _ 218900 lari)lari


* საბიუჯეტო პერიოდში, ბუღალტერთა პროფესიული მომზადების მესამე საფეხურის პროგრამაში მსმენელთა მიღება განახლდება 2019 წლის თებერვლიდან. ივარაუდება, რომ პროგრამაში ჩაერთვება 30 სტუდენტი (ერთი ჯგუფი). ერთი სტუდენტის სწავლების საფასურია 1200 ლარი. ჯგუფში ლექტორების ხელფასის ხარჯი არის 9100 ლარი.

** მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა მომზადების მოკლევადიანი პროგრამით გადამზადდება 600 მსმენელი (35 ჯგუფი). ერთი მსმენელის სწავლების საფასურია 200 ლარი. ერთ ჯგუფში ლექტორების ხელფასის ხარჯი არის 700 ლარი.

სწავლების ფასია 200 ლარი.

*** სტაჟირების პროგრამით პრაქტიკას გაივლის 70 მსმენელი (10 ჯგუფი). ერთი მსმენელის სწავლების საფასურია 400 ლარი. ერთ ჯგუფში ლექტორების ხელფასის ხარჯი არის 1500 ლარი.

****საბუღალტრო-კომპიუტერული პროგრამებით გადამზადდება 500 მსმენელი (70 ჯგუფი). ერთი მსმენელის სწავლების საფასურია 70 ლარი. ერთ ჯგუფში ლექტორების ხელფასის ხარჯი არის 350 ლარი.









ბუღალტერთა მომზადების ცენტრის დირექტორი

ლავრენტი ჭუმბურიძე

დამტკიცებულია: 2018 წლის 11ოქტომბერს (ბრძანება#47)